საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დაშიფრული ტექსტები და ახალი დეტექტიური თავსატეხები - ეს ნამდვილი დეტექტივია

10:43 / 13-09-2018

და­შიფ­რუ­ლი ტექ­სტე­ბის წერა ალ­ბათ ყვე­ლა მო­ზარ­დის საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა. და­შიფვ­რის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბაც არ­სე­ბობს. მათ­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კე­ის­რის შიფ­რის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი სის­ტე­მაა, რო­მე­ლიც თა­ვის და­სა­ხე­ლე­ბას იღებს იუ­ლი­უს კე­ის­რის­გან. მან პირ­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნა და­შიფვ­რა ბი­ჯით 3 მარ­ცხნივ, სამ­ხედ­რო სა­ხის მი­მო­წე­რა­ში.

კე­ის­რის შიფ­რი და­შიფრ­ვის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზაა. მის­გან კი უფრო რთუ­ლი არა­ერ­თი სხვა სის­ტე­მა ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და­შიფ­რუ­ლი კოდი პირ­ველ­მა არ­თურ კო­ნან დო­ილ­მა „მო­ცეკ­ვა­ვე კა­ცუ­ნებ­ში“ გა­მო­ი­ყე­ნა. და­შიფ­რუ­ლი კოდი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც გვხვდე­ბა, ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბია თეა ინა­სა­რი­ძის "მე­ცხრე ფლი­გე­ლი", სა­დაც ფა­რუ­ლი გზავ­ნი­ლის წა­კი­თხვა ჩა­ნაც­ვლე­ბა­დი შიფ­რის დახ­მა­რე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამ­ჯე­რად მკი­თხველს და­შიფ­რუ­ლი კო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო თავ­სა­ტეხს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” სთა­ვა­ზობს. მზად­დე­ბა ახა­ლი სე­რია „ნამ­დვი­ლი დე­ტექ­ტი­ვი“, რო­მე­ლიც დე­ტექ­ტი­ურ, ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ და სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. წიგ­ნებს კი მოჰ­ყვე­ბა და­შიფ­რუ­ლი წე­რი­ლე­ბის სე­რია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მკი­თხვე­ლი დე­ტექ­ტი­უ­რი თავ­სა­ტე­ხის მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბა.

„პა­ლიტ­რა L-ის” მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის თაკო ახვლე­დი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, მკი­თხვე­ლებს, რომ­ლე­ბიც და­შიფ­რუ­ლი წე­რი­ლე­ბის სე­რი­ას გა­შიფ­რა­ვენ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა სა­ჩუქ­რებს გა­დას­ცემს.

„დე­ტექ­ტი­ურ რო­მა­ნებს მოჰ­ყვე­ბა წე­რი­ლე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 5 ნა­წი­ლის­გან. მკი­თხველ­მა უნდა შე­აგ­რო­ვოს ისი­ნი და წე­რი­ლებ­ში და­მა­ლუ­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­მო­იც­ნოს. დე­ტექ­ტი­ვე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ეს ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო გა­მოწ­ვე­ვაა. ისი­ნი, ვინც წე­რი­ლის ყვე­ლა ნა­წილს შე­აგ­რო­ვე­ბენ და მას სწორ პა­სუხ­თან ერ­თად წა­რად­გე­ნენ, და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან „პა­ლიტ­რა L-ის“ მიერ. ასე რომ, თავ­სა­ტე­ხე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბო, სე­რია შე­იქ­მნა თქვენ­თვის. არ გა­მო­ტო­ვოთ და იმოგ­ზა­უ­რეთ ნამ­დვილ დე­ტექ­ტი­ურ სამ­ყა­რო­ში! აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ წე­რი­ლე­ბის შე­ძე­ნას მხო­ლოდ ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თან შეძ­ლებთ, ამი­ტომ არ გა­მოგრჩეთ და შე­ი­ძი­ნეთ წიგ­ნი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად ჟურ­ნალთნ ერ­თად“ - გან­მარ­ტავს თაკო ახვლე­დი­ა­ნი.

სე­რია „ნამ­დვი­ლი დე­ტექ­ტი­ვის“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ირ­ჩა ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლია. ამ სე­რი­ის წიგ­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ყდის დი­ზა­ი­ნი­თაც.

თვე­ში 2 ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­ვა. პირ­ვე­ლი კი, რომ­ლის გა­ყიდ­ვაც 13 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყე­ბა, იქ­ნე­ბა რე­ი­მონდ ჩენდლე­რის „ღრმა ძილი“. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 5.50 ლა­რია, ჟურ­ნალ­თან ერ­თად კი - 7 ლარი.

გაზიარება
ტეგები:
#პალიტრა L
#ნამდვილი დეტექტივი
#დაშიფრული ტექსტი
მკითხველის კომენტარები /14/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
givi
1
0
რომელი ჭკვიანია, რომ ჰგონია გიგას ან მის ძეს უყვარს რამე ქართული.
12:25 / 30-10-2018
გამოხმაურება //
მედეა
7
2
ნიჭიერო ქართველო პროგრამისტებო!შექმენით ქართულანბანიანი შრიფტის მქონე კომპიუტერი. დავიტანჯეთ ლათინურასოებიანი ქართული ტექსტების წერა-ჯახირით.გიგა ბოკერიას ვაჟს ბილ გეიტსის პრემია აუღია, იქნებ ეგ მოგვეშველოს და გადაგვარჩინოს ამ წვალებას.14 დამწერლობისთვის სამუშაო პროგრამის შექმნა ნუთუ ასე ძნელია? რა გვჭირს ჩვენ ---სხვისი ანბანით სარგებლობას რომ გვაძალებენ? რა ადვილი იქნებოდა ბეჭდვა ქართული შრიფტით აღჭურვილ კლავიატურაზე. ვოცნებობ და ძალიან ვნატრობ ამას.
19:07 / 29-09-2018
გამოხმაურება //
***
9
0
იოანე ზოსიმესია
12:07 / 24-09-2018
გამოხმაურება //
გიორგი
0
4
იაკობ გობაშვილის? :)
23:44 / 23-09-2018
გამოხმაურება //
მიშა
7
1
სად გავიცინოთ?
23:44 / 23-09-2018
გამოხმაურება //
მაია
22
0
"ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის და არა პეტრე იბერს :)
17:32 / 18-09-2018
გამოხმაურება //
Kiazo
22
10
ბიძინა და სალი რომ დაშიფრულ ქაჯურზე ლაპარაკობენ აბა ის გაშიფროს ვინმემ კოდი დამშეული ხალხი
04:40 / 18-09-2018
გამოხმაურება //
გოჩა
1
10
იაკობ ხუცესის :)
17:54 / 17-09-2018
გამოხმაურება //
გოჩა
22
4
პირველი დაშიფრული ნაწარმოები პეტრე იბერის "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი". არის, რომელთანაც მართლა ვერც ერთი ნაწარმოები ვერ მივა :)
17:19 / 17-09-2018
გამოხმაურება //
lelas
2
0
კლავიატურა ურევს, არა ნ არამედ წ წერია შეცდომით, ანუ ინგლისური დუბლ-ვე კლავიატურაზე... აჩანს ამერია D:).... მადლობა რომ მოგეწონათ, მაგრამ ეს აისბერგის მხოლოდ მწვერვალია....
16:56 / 17-09-2018
გამოხმაურება //
ლელა
5
0
საინტერესოა,ნამდვილად,რასაც წერთ და ბევრი ვერ ხვდება მაგ სიღრმეებს,თუმცა ვოლანდია და არა ნოლანი...უკაცრავად და გმადლობთ!
23:47 / 16-09-2018
გამოხმაურება //
თამო
4
0
მეცხრე ფლიგელში სხვა სახის შიფრზე არის საუბარი. კონკრეტულად კი გამოყენებულია "ჩანაცვლებადი შიფრი", ეს შიფრი აქამდე არავის გამოუყენებია
10:21 / 14-09-2018
გამოხმაურება //
I
14
1
ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და­შიფ­რუ­ლი კოდი ბევრად ადრე ედიშერ ყიფიანის მოთხრობების კრებულში "ათფურცლიანი რვეულები" გვხვდე­ბა
17:10 / 13-09-2018
გამოხმაურება //
giorgi
9
0
დაშიფრულ კოდებს კარგა ხანია იყენებენ ავტორები, მაგალიტად ოსტატი და მარგარიტა ამის კლასიკური ნიმუშია თავისი სიმბოლოებით, სავსე მთვარიან ღამეს განვიტარებული მოვლენებით, რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის ტავში ვიტარდება მთვარის გავლლენიტ თუ რეალური ზმანებაა... რომანი სადაც წოლანდის პერსონაჟი არა სატანა, ბოროტება არამედ სიკეთეა და სადაც ბოროტება ხალხია, სადაც იწრთობა ოსტატის სული, რომლის ისნპირირება მარგარიტაა, სადაც წოლანის სახელის პირველი ასო დუბლ ვე ამოტრიალებული ორი მ-ია(რუსულად), ანუ ფაქტობრივად ავტორი გვეუბნება რომ ოსტატიც და მარგარიტაც წოლანდის განსხეულებები არიან, სადაც წოლანს ბალზე გასვლის წინ როცა მარგარიტას ახვედრებენ იეშუას ვარდისფერი ხიტონი აცვია ხოლო მკერდზე კი ეგვიპტური სულის მარადიული გარდასახვის სიმბოლოს ხოჭოს გამოსახულება ჰკიდია.... ხო, ისე არც დათა თუთაშხიასია ნაკლები სიმბოლოები დაწყებული დათას ,,წარმოშიბიდან" და ვალდულებებიდან, ის ხომ მთვარის შვილი, ანუ მთვარის რაინდია, ის ხომ ადამიანის, მოაზროვნე ადამიანის მუდმივი ხვედრის პატრონია - მებრძოლის საკუტარ თავტან, საკუტარი სულის დანიშნულების მძებნელტან..... და.....აუუუ სად მოვლენ თანამედროვე ქარტველ;ი მწერლები ამათტან...
12:52 / 13-09-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
13:16 / 21-01-2019
„წიგნები, მუსიკა და გართობა - „ბარი-ბარში“ ლიბერთინსის მორიგი წვეულება გაიმართება“
15:35 / 17-01-2019
ახალი შესაძლებლობა წიგნის მოყვარულებისთვის - აუდიოწიგნების პირველი ვებგვერდი საქართველოში
11:37 / 17-01-2019
უმცროსი ბრონტეს კიდევ ერთი რომანი ქართულ ენაზე
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია