ავტორი:

დავით უსუფაშვილი - 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ მიშა მეუბნება, აჰა კალამი და დაწერე რა უფლებამოსილება გინდა გქონდესო

დავით უსუფაშვილი - 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ მიშა მეუბნება, აჰა კალამი და დაწერე რა უფლებამოსილება გინდა გქონდესო

"დავით უსუფაშვილი ევერესტზე სამუზეომო ექსპონატად არც ამ ქვეყნისთვის მემეტება, არც ჩემთვის და არც ჩემი შვილებისთვის" - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7vs1" განაცხადა.

მისი თქმით, მას პრეზიდენტობა "კარგად ყოფნისთვის არ სურს, რადგან კარგად ყოფნის საშუალებები და გზები 2012 წლამდეც ძალიან ბევრი ჰქონდა, 2010-მდეც და 2017-შიც".

"ახლა რომ მოვყვე რომელი პრეზიდენტი და რომელი პრემიერი როდის, რას მთავზობდა... 2003 წლის ვარდების რევოლუციის არჩევნები რომ მოდიოდა, მე ვიყავი საკრებულოში და მიხეილ სააკაშვილი მეუბნება, შენ მოდი გაუძეხი საპარლამენტო სიას, იყავი პირველი ნომერი, შენ გახდები პარლამენტის თავმჯდომარე, მე მოვემზადები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ერთად დავცხოთ იმასო. 2007 წლის 7 ნოემბრის უბედურებების შემდეგ, მიშა რომ გადადგა და ნინო ბურჯანაძე რომ იყო პრეზიდენტი, მეუბნება სააკაშვილი, აჰა კალამი, დაწერე რა უფლებამოსილება გინდა რომ გქონდეს, ჩაიბარე უშიშროების საბჭო, ჩაწერე რომ არავის შეუძლია შენი გათავისუფლებაო... ასე, რომ მე ევერესტზე ასასვლელად არ ვარ ამ საქმეში" - აღნიშნა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "სააკაშვილმა მითხრა აჰა, ფურცელი და კალამი, დაწერე რა უფლებამოსილება გინდა გქონდეს?!" - დავით უსუფაშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები