ავტორი:

ვეცდებით, სწრაფად დავასრულოთ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული ქაოსი - აკაკი ზოიძე

ვეცდებით, სწრაფად დავასრულოთ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული ქაოსი - აკაკი ზოიძე

ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ქაოსი, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით არის შექმნილი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა.

დეპუტატის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში იმ საკანონმდებლო პაკეტის გატანა იგეგმება, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებულ სანქციებს ეხება. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ პაკეტს, ზოიძე ამბობს, რომ მისი განხილვა საჯარო დისკუსიების გამართვამდე არ დაიწყება.

“ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ქაოსი, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით არის შექმნილი. შს სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტით ჩვენ ვამბობთ, რომ მარიხუანას მოხმარება ყველგან შეზღუდულია, გარდა საკუთარი ბინისა - მოხმარება ყველა სხვა შემთხვევაში ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სანქციით დაისჯება. ერთადერთი სხვაობა არის ის, რომ პოლიცია პირს სახლში ვერ შეუვარდება და მარიხუანას მოხმარებაზე ჯარიმას ვერ დააკისრებს - შეუძლია მოიხმაროს ბინაში, ისიც თუ ამას არასრულწლოვანი პირი არ ესწრება. ჩვენ აქ რომ ჯარიმა დავაწესოთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავალთ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ აკაკი ზოიძემ.

კანაფი/მარიხუანას თემაზე ორი - ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის 17 სექტემბერს წარედგინება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები