სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების პირველ კლასში 50 232, კერძოში კი - 5 892 მოსწავლე დარეგისტრირდა.
წელს სკოლაში პირველად არაერთი ცნობილი ქართველის შვილიც წავიდა. გთავაზობთ ფოტოებს სოციალური ქსელიდან...
"მშობლები 2018" - ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე, ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე - მათი შვილები "ევროპული სკოლის" მოსწავლეები გახდნენ.

"ევროპულ სკოლაში" წავიდნენ ტელეწამყვან ანი გიუნტერის შვილებიც.


წელს სკოლაში პირველად წავიდა რეჟისორ განო მელითაურის შვილი, თარაშ-თომა.

პირველი კლასის მოსწავლეა უკვე კალათბურთელ ტოლი ბოისას შვილი, დათა.

"ბაქსვუდის სკოლის" მოსწავლე გახდა მოდელ ირინა ონაშვილის შვილი, საბა
