ავტორი:

ტაროს კარტი გიამბობთ, თუ როგორ წარიმართება თქვენი ცხოვრება 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ტაროს კარტი გიამბობთ, თუ როგორ წარიმართება თქვენი ცხოვრება 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2019 წლის სრულუფლებიანი დიასახლისი ცეცხლოვანი ღორი გახლავთ. სწორედ ამიტომ, ვარსკვლავური ტაროსკოპი გთავაზობთ გაიგოთ მეტი ზოდიაქოს თითოელი ნიშნის ცხოვრების ყველა პერიოდსა და მომენტზე.

ვერძი

ახალი წლის პირველ კვირას მშვიდად გაატარებთ. მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორს, საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნის ბედნიერებას ოფისში ჯდომას ნუ ამჯობინებთ. თუ არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ, მაშინ შანსი საზაფხულო სეზონის მეორე ნახევარში მოგეცემათ. სიყვარულისა და კარიერისთვის შესანიშნავი დროა სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით მარტის, აგვისტოსა და ნოემბრის თვეში.

კურო

გაზაფხულზე თქვენი ამაღლებული განწყობა გარშემო მყოფებს ბევრ სასიამოვნო მომენტს ჰპირდება. მაგრამ ზედმეტად ნუ ამოიჩემებთ უფროსს, ცოლის დაქალს, ქმრის მეგობარს და ქუჩაში გამვლელებს ნუ აუხსნით სიყვარულს. წლის ბოლოს სასიხარულო მოვლენები გელით. ფინანსების დასტაბილურებისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის საუკეთესო პერიოდია კვირიდან ხუთშაბათამდე დღეები იანვარში, ივლისსა და დეკემბერში.

ტყუპი

ვარსკვლავები წარმატებებს გიქადიან, მაგრამ ცხოვრებისგან სრულყოფილი სიამოვნება რომ მიიღოთ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოთ. უფროსის ნდობა და პატივისცემა რომ დაიმსახუროთ, სამსახურშიც მოგიწევთ გარჯა. თუ ამას მოახერხებთ აპრილში სასიამოვნო სიურპრიზი გარანტირებული გაქვთ. ხელსაყრელი პერიოდია პარასკევიდან კვირამდე დღეები მარტში, ივნისსა და სექტემბერში.

კირჩხიბი

ფიქრი იმაზე, თუ ახალი წლის რომელი შეხვედრისგან უნდა ელოდოთ კარგ შედეგს, მთელი წელი არ მოგასვენებთ. ეს სრულფასოვნად მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ. თუმცა ნოემბერში ბევრ ძველ მეგობარს შეხვდებით. წარმატებული დღეებია სამშაბათიდან ხუთშაბათამდე მაისში, აგვისტოსა და ოქტომბერში...განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ