ავტორი:

"ფული" არძინბას გამოსახულებით - ოკუპირებულ აფხაზეთში ქაღალდის "ბანკნოტები" მოჭრეს

"ფული" არძინბას გამოსახულებით - ოკუპირებულ აფხაზეთში ქაღალდის "ბანკნოტები" მოჭრეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ისტორიაში პირველად ქაღალდის ბანკნოტები მოიჭრა, ინფორმაციას osinform.org ავრცელებს.

ე.წ. ბანკნოტის ნომინალი 500 „აფსარია“ . „ფულის“ გამოშვება „აფხაზი ხალხის სამამულო ომში გამარჯვების 25 წლისთავს“ ეძღვნება და მასზე ვლადისლავ არძინბაა გამოსახული.

ე.წ. ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ბესლან ბარათელია ამბობს, რომ პირველი „ქაღალდის ბანკნოტების“ გამოშვება ისტორიული მოვლენაა არა მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის ბანკისთვის, არამედ „მთელი რესპუბლიკისთვის“.

ბარათელიას ინფორმაციით, „ბანკნოტები“ მიმოქცევაში 2018 წლის 29 სექტემბრიდან ჩაეშვება.

"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ

"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია