ავტორი:

ჩხუბი პარლამენტში - "ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, შე იდიოტო"

ჩხუბი პარლამენტში - "ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, შე იდიოტო"

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვითარება დაიძაბა. დეპუტატებს შორის ჩხუბი ზაზა პაპუშვილის განცხადებამ და უმცირესობის მიმართ რეპლიკებმა გამოიწვია.

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა იყო უგვანო და უშინაარსო. ამასთან, მან უმცირესობის დეპუტატებს უზრდელი უწოდა.

“ეს ადამიანები, ვერანაირ დასკვნას ვერ გამოიტანენ. კომისიამ სამი თვის განმავლობაში მარტო რეკომენდაციების გასაცემად იმუშავა. აქ ლაპარაკი იყო ცინიზმზე, უტიფრობაზე. რამდენჯერ უნდა გითხრთ, რომ ხართ უტიფრები, ცინიკოსები, უზრდელები და კიდევ მეტი... ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, შე იდიოტო“, - მიმართა უმცირესობის წევრებს ზაზა პაპუაშვილმა, რომლის შეფასებებსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენა მიმდინარეობს.

ნახეთ ვიდეო: პარლამენტში ვითარება დაიძაბა: "ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო... ხმას დაუწიე, იდიოტო შენა" - დაპირისპირება ზაზა პაპუაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის

"დრონით გადაღებული ჩასვენება... გლოვაშიც პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ, დღეს მათ თავად მოკლეს მედია" - რას წერს შალვა პაპუაშვილი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"