ავტორი:

სასწრაფო დახმარების მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ - გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სასწრაფო დახმარების მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ - გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან მოქალაქეები გამოძახებაზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ბრიგადის თანამშრომლებს. როგორც გაირკვა, ფაქტი 14 სექტემბერს მოხდა.

"ფაქტი თბილისში, თელავის ქუჩაზე მოხდა. როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლები გამოძახებაზე მივიდნენ, პაციენტის ახლობლებს მძღოლმა მიუთითა, რომ რეანომობილის კარი ფრთხილად დაეხურათ. ამის გამო სცემეს..." - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბარისას ერთ-ერთი თვითმხილველი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა.

"გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა სამოყვარულო ვიდეო, სადაც ასახულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის ერთ-ერთ წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები. აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მოხდა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგებს საზოგადოებას დასრულებისთანავე აცნობებს" - ნათქვამია განცხადებაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

ნახეთ ვიდეო: როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად სასწრაფოს ეკიპაჟის წევრს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

"ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა" - რომელი რეგიონები ლიდერობს კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ბოლო 24 საათის მონაცემებით?

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა - მარინა ელდელაძე დეტალებით

"ვერაფერი გადაარჩინეს, აალების დროს სახლში იყვნენ ოჯახის წევრებიც" - ხონის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა