ავტორი:

"მის შესახებ კიდევ ერთს მოგიყვებით, რომელიც არავინ იცის" - რა ისტორიას იხსენებს დიმიტრი ტატიშვილზე ინტერნეტმომხმარებელი

"მის შესახებ კიდევ ერთს მოგიყვებით, რომელიც არავინ იცის" - რა ისტორიას იხსენებს დიმიტრი ტატიშვილზე ინტერნეტმომხმარებელი

დიდ დიღომში, ჯანიაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ახალგაზრდა მამაკაცი დიმიტრი ტატიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. იგი საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა. მის შესახებ საუბრობდა ყველა - სოციალური ქსელის მომხმარებლები, თუ ტელევიზიები. როგორც აღმოჩნდა, ეს ტატიშვილის მიერ გაკეთებული ერთადერთი კეთილი საქმე არ იყო. ინტერნეტმომხმარებელი თამარ უჯმაჯურიძე "ფეისბუქზე" ტატიშვილთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მომხდარ ამბავს იხსენებს:

"დიმიტრი ტატიშვილი საქართველოს ბავშვებისთვის დამონტაჟებული აუზით დაამახსოვრდა. მე კიდევ ერთს მოგიყვებით და ეს ამბავი არავინ იცის. სამწუხაროდ, მისი წასვლის შემდეგ მიხდება მის კიდევ ერთ სიკეთეზე საუბარი. სულ მალე, დამწყებ დიზაინერთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა უნდა გამეკეთებინა. ადგილიც შერჩეული გვქონდა და მონაწილეებიც. სამზადისი ზაფხულში, ივნისის თვიდან დავიწყე. ყველაფერი რიგზე იყო, რჩებოდა მხოლოდ ერთი უსერიოზულესი პრობლემა - განათება იყო აუცილებელი.

მივიკითხ-მოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ განათება ძალზე ძვირი ფუფუნება ყოფილა და მინიმუმ 2000 ლარი იყო ამისთვის საჭირო. მივხვდი, რომ ვიღუპებოდი.სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყველგან განათებაზე ვლაპარაკობდი, ვეძებდი ნაცნობებს, მეგობრებს, ვისაც ცოტა იაფად შეეძლო ჩვენი პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ამაოდ.

ბოლოს, ერთმა გოგომ ტელეფონის ნომერი მომცა, დაურეკე, კეთილი ადამიანია, განათებაც აქვს და იქნებ დაგეხმაროს, ოღონდ ჩემი სახელი არ ახსენოო.იმავე საღამოს ვრეკავ, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს, ვისთან. უბრალოდ, კეთილ ადამიანთან ვრეკავ, მეტი არაფერი ვიცი.რამდენადაც მოვახერხე, დალაგებულად ავუხსენი მდგომარეობა და მერე პირდაპირ ვაჯახე: ფული არ გვაქვს, მაგრამ ქართულ საქმეს ვაკეთებთ და უნდა დაგვეხმაროთ-მეთქი. და გავისუსე, პასუხის მოლოდინში.- დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით, - იყო პასუხი. წამიც არ დასჭირვებია დასაფიქრებლად. ოღონდ ცოტა დრო უნდა მომცეთ, ჩემს შოურუმს ვაკეთებ და მალე მოვრჩებიო. მერე ტერიტორია მანახეთ და დავიწყოთო. საიდან ხართ ასე კეთილი-მეთქი, ვკითხე. იმ ბიჭს მივბაძე, ბავშვებს აუზი რომ გაუკეთაო. ხედავთ, როგორი გადამდებია სიკეთე-მეთქი? გაეცინა და დამემშვიდობა. სამი დღის შემდეგ გავიგე, სწორედ იმ კაცს რომ ველაპარაკებოდი, ბავშვები რომ აუზით გაახარა. დღე-დღეზე უნდა შევხმიანებოდი... ნათელში იყავი, კეთილო ადამიანო! უფალთან მისასვლელ გზას იმ ბავშვების სიხარულით ანთებული თვალები გაგინათებს! ღმერთმა დაიფაროს შენი კეთილი სული!" - წერს უჯმაჯურიძე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს