ავტორი:

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც დიდ დიღომში, კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ტატიშვილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.

ტატიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო, როდესაც მან საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებმა ცხელ დღეებში გაგრილება შეძლებოდათ.

"4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები ცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო" - ამბობდა ტატიშვილი mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო