კოკოშკოვის ნაკრები ევროჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა

კოკოშკოვის ნაკრები ევროჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა

დღეიდან, საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას იწყებს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა, შეკრებაზე გამოიძახა 16 კალათბურთელი: გიორგი ცინცაძე, გიორგი გამყრელიძე (ორივე გამთამაშებელი), კოტე ტუღუში, ტორინ გრინი (ორივე გამთამაშებელი-მსროლელი), მანუჩარ მარკოიშვილი, კონსტანტინე ტომარაძე, ანატოლი ბოისა (სამივე მსროლელი-ფორვარდი), ვიქტორ სანიკიძე, ნიკა ცქიტიშვილი, ქუინტონ ჰოსლი, თორნიკე შენგელია, მიხეილ ბერიშვილი (ყველა მსუბუქი-მძიმე ფორვარდი), ნიკა მეტრეველი, ლევან შენგელია (ორივე მძიმე ფორვარდი), ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი (ორივე მეფარე).

ამათგან გუნდში 12 მოხვდება, ხოლო ოთხს სახლში დარჩენა მოუწევს. სამწუხაროდ ნაკრებს ვერ დაეხმარება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ ბოისა, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს.

ზემოთ ნახსენები 16 კალათბურთელიდან, დღეს შეკრებაზე ყველა გამოცხადდება გუნდის კაპიტან ზაზა ფაჩულიას გარდა, რომელიც ნაკრებს 5 ივლისიდან შეუერთდება.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, იგორ კოკოშკოვის გარდა, დავით უსტიაშვილი, ჯეისონ სტოდტი (ორივე ასისტენტი), ავთანდილ ბერიძე (ფიზმომზადების მწვრთნელი), თემურ ყიფშიძე (ექიმი), ირაკლი ყარსიმაშვილი, თემურ ხვედელიძე (ორივე ფიზიოთერაპევტი) და მერაბ რატიშვილი (ნაკრების გენერალური მენეჯერი) იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს მეტოქეები პოლონეთის, ბულგარეთის, ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები იქნებიან. საქართველო პირველ შეხვედრას ორ აგვისტოს ჩაატარებს და პოლონეთს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების საწვრთნელი შეკრების

განრიგი:

1-16 ივლისი - შეკრება ავსტრიის ქალაქ შტაინბურნში.

17 ივლისი - ამხანაგური მატჩი: უნგრეთი – საქართველო. ქალაქი სომბატჰეი (უნგრეთი).

19 ივლისი - ამხანაგური მატჩი: სლოვაკეთი – საქართველო. ქალაქი პეზინოკი (სლოვაკეთი).

23-25 ივლისი - თბილისის ოთხთა საერთაშორისო ტურნირი საქართველოს, რუმინეთის, ბელარუსისა და უკრაინის მონაწილეობით (23 ივლისს რუმინეთთან, 24 ივლისს ბელარუსთან და 25 ივლისს უკრაინასთან).

26 ივლისი-1 აგვისტო. საწვრთნელი შეკრება თბილისში.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო