ავტორი:

კახა კალაძე "იბერიაზე" - რა შუაშია ივანიშვილი? ქუმსიშვილი? გახარია? რეებს მიედ-მოედებით?

კახა კალაძე "იბერიაზე" - რა შუაშია ივანიშვილი? ქუმსიშვილი? გახარია? რეებს მიედ-მოედებით?

რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა?, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კახალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც "ომეგა ჯგუფის" ბრიტანელი ადვოკატები ლონდონის სასამართლოში წარსადგენად საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ.

კალაძის თქმით, გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებში არც ერთი მაღალჩინოსანი ან პოლიტიკოსი არ ფიგურირებს.

"ვინ ფიგურირებს? რომელი პოლიტიკოსი ფიგურირებს ან ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი? ლევან ყიფიანს რა თანამდებობა აქვს ან რას წარმოადგენს? სად არის დიმიტრი ქუმსიშვილის ჩანაწერი? მე და შენ რომ ვისაუბროთ და ვინმეს სახელი რომ ვახსენოთ, ის ადამიანი დამნაშავეა? რა ლოგიკაა ეს?

ჯგუფს აქვს გადასახდელი 51 მილიონი და ტელევიზია ალიბი ვერ იქნება. კანონი არის ყველასთვის ერთი. თუ ამ ჩანაწერებში მონაწილეების მიმართ არსებობს კითხვები, გამოძიება დაწყებულია და როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს უნდა მოეთხოვოს პასუხი. როდესაც საუბრობთ და ინტერპრეტირებას უკეთებთ, რომ მაღალჩინოსნები არიან ჩართული, ეს რა მიდგომა ან რა ლოგიკაა?

რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა?", - განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები