ავტორი:

ალეკო ელისაშვილი - კალაძე და ჯაფარიძე რითაც არიან დაკავებულნი, იმაზე საუბრობენ ეს ორი დღეა

ალეკო ელისაშვილი - კალაძე და ჯაფარიძე რითაც არიან დაკავებულნი, იმაზე საუბრობენ ეს ორი დღეა

კალაძე და ჯაფარიძე რითაც არიან დაკავებულნი, იმაზე საუბრობენ ეს ორი დღეა, - ასე ეხმაურება თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძის მიერ გაკეთებულ კომენტარს ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივაზე.

როგორც ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7VS1" განაცხადა, სამარცხვინოა, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, კალაძე განცხადებებს აღნიშნულ საკითხზე აკეთებს.

"კალაძე და ჯაფარიძე რითიც არიან დაკავებულნი, იმაზე საუბრობენ ეს ორი დღეა. ქალაქის მერს სხვა სადარდებელიც უნდა ჰქონდეს ამ მონჯღრეულ ქალაქში, ვიდრე ჯაფარიძის ღლიცინ-მაიმუნობა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"მხარს ვუჭერ ზურაბ ჯაფარიძის, "ჯაფარას" საინტერესო იდეას", - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ცესკოში შეტანილ სარჩელს, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება მოხდა.

კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, 27 სექტემბერს თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან, რაც შესაძლოა, კანონიდან გადაცდომა - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყოს.

კალაძე ორგანიზაციის ამ განცხადებას ხუმრობით პასუხობს: „მე გუშინ ამასთან დაკავშირებით "ფეისბუკზე" სტატუსი დავწერე. დღეს თქვენ დასმულ შეკითხვაზე ზურაბ ჯაფარიძის საინტერესო იდეას ვეთანხმები. მინდა მხარი დავუჭირო მას. წაიკითხეთ, რაც "ჯაფარამ" დაწერა. მე მას ნამდვილად ვეთანხმები ამ კონკრეტულ შემთხვევაში",- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება საია-ს იურისტების განცხადებასთან დაკავშირებით თბილისის მერის გუშინდელ სტატუსს, კალაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსი დაწერა: "შესაძლოა, მე გამოვიყენე ადმინისტრაციულ რესურსად კობახიძე, კობახიძემ გამოიყენა ადმინისტრაციულ რესურსად კალაძე და ეს ყველაფერი ზურაბიშვილის აგიტაციის ფარგლებში... უსაქმურობა კანონოთ უნდა იკრძალებოდეს!", - წერს კალაძე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - "სამინისტროში ინფექციის გავრცელების რისკი არ არსებობს"

რატომ შეხვდა ვანო ჩხარტიშვილი ამირან გამყრელიძეს - "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას სავარაუდოდ ჯანდაცვის მინისტრად ამზადებენ