ავტორი:

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ

მოძრაობის “ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად ფილარმონიაში ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ.

ისინი ფილარმონიაში ვაშაძის სიტყვით გამოსვლისას მივიდნენ და გრიგოლ ვაშაძეს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს ხვდება.

ფილარმონიაში შეკრებილებს სიტყვით მიმართა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი თქმით, ისეთი ხელისუფლება არ სჭირდება, რომელსაც "შვილების სისხლში აქვს ხელები ამოსვრილი".

„ძალიან მიყვარხართ ყველანი. როგორც თქვენ გიყვარვართ, ისე მიყვარხართ მეც. მე და ბატონი სარალიძე უკვე რვა თვეა ქუჩაში ვართ და სამართალს ვერ ვპოულობთ. ქუჩაში ვართ მშივრები, მწყურვალები, ეს არაფერია, ჩვენ ყველაფერს ავიტანთ. რა დროც იქნება საჭირო, იმდენი ხანი გავუძლებთ, არაფერი შეგვაშინებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ სისხლიანმა რეჟიმმა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე, რაც აქვს ჩადენილი ჩემი, პანსიკის ხეობის და ქისტი დების და ძმების წინააღმდეგ. ვითომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა მოიტანა ქისტებში სისხლი და სიკვდილი.

ჩვენ ამას არასდროს არავის ვაპატიებთ, ყველამ სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი. თემირლანთან ერთად ამ ხელისუფლებამ ჩაკლა ქისტობა, გაანადგურა ქისტი მოსახლეობა. მე ვფიქრობდი ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდებოდა ქართული სულის, გულის და მეტყოდა რაიმეს თუნდაც დასამშვიდებლად. არადა ესენი პირიქით, ხაინდრავასნაირებს ალაპარაკებენ ჩვენზე. თემირლანი ტერორისტი არ ყოფილა. მე ტერორისტი შვილი არ გამიზრდია.

დიდი სიმწრით გავზარდე თემირლანი 19 წელი და უსაფრთხოების სამსახურმა ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა და ამომძირკვა დედა-ბუდიანად. მე და ბატონმა ზაზა სარალიძემ ერთად დავიწყეთ ბრძოლა. ყველამ ვიცით, რა დღეშია ბატონი ზაზა. მისი შვილი არის მოკლული, მაგრამ მკვლელი არ ჩანს. მე ქართველი ხალხის ძალიან დიდი იმედი მაქვს, ღრმად ვარ დარწმუნებული დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც ამოისვარა სისხლში ხელები. მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. მე ასეთი ხელისუფლება არ მინდა.

ძალა ერთობაშია, ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით სახელმწიფოს, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავლის საპატივცემულოდ. საქართველო იქნება ღირსეული ქვეყანა“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები