ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე: "უნდათ, ბავშვების ჩხუბი მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას"

ბიძინა ივანიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე: "უნდათ, ბავშვების ჩხუბი მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას"

"უნდათ, რომ ბავშვების ჩხუბი მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და გირგვლიანის საქმის იდენტური გახადონ" - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.

„გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები. უნდათ, ამასთან იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა (გულისხმობს ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეს).

საზოგადოებისთვის ძალიან ტრამვა და სტრესი იყო ეს. უნდათ, რომ ბავშვების ჩხუბი მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას. უნდათ, ეს ყველაფერი დღევანდელ ხელისუფლებას მიაბრალონ და გირგვლიანის საქმის იდენტური გახადონ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები