ავტორი:

რა ხდებოდა "ქართული ოცნების" ოფისში საგანგებო განცხადების გაკეთებამდე - ფოტოები პარტიიდან

რა ხდებოდა "ქართული ოცნების" ოფისში საგანგებო განცხადების გაკეთებამდე - ფოტოები პარტიიდან

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო განცხადება გაკეთდა. განცხადების ტექსტი კახა კალაძემ წაიკითხა.

ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

განცხადებაში კალაძემ მიმოიხილა "ოცნების" 6-წლიანი მმართველობა, წინამორბედი "ნაციონალური მოძრაობის" წარსულიც გაახსენა საზოგადოებას და საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საგანგებო განცხადებას წინ ხანგრძლივი შეხვედრა უძღოდა წინ, რომელსაც პარტიის ოფისში უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები