ავტორი:

სოფიკო შევარდნაძე საქართველოშია - ფოტოები სამი საზეიმო საღამოდან

სოფიკო შევარდნაძე საქართველოშია - ფოტოები სამი საზეიმო საღამოდან

სოფიკო შევარდნაძე თბილისშია. საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი თბილისში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით ჩამოვიდა.

"მუზეუმის მშენებლობა სრულად დააფინანსეს ბიძაჩემმა და მამიდაჩემმა - გიორგი ჯოხთაბერიძემ და მანანა შევარდნაძემ. მშენებლობა ხანგრძლივი იყო, კოლექცია კი ბოლო 30 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ახალ მუზეუმში გამოფენილია თანამედროვე ქართველი ხელოვანების 3500 ნამუშევარი (50-იანი წლებიდან დღემდე).

ეს მოვლენა ისტორიული მნიშვნელობისაა, როგორც მხატვრებისთვის და საქართველოსთვის, ასევე მომავალი თაობებისთვის", - წერს სოფიკო შევარდნაძე ინსტაგრამზე და ფოტოებს აქვეყნებს.

მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით თბილისში სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართა, მათ შორის "სუხიშვილების" კონცერტი. გარდა ამისა, მოსწავლეთა სასახლეში სტუმრებისთვის რამდენიმე პერფორმანსი მოეწყო. შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ქართველი პიანისტები და ნანი ბრეგვაძე. მესამე საზეიმო საღამო თბილისის ოპერაში შედგა. წარმოდგენაში ქართული ოპერისა და ბალეტის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, მათ შორის ნინო ანანიაშვილი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს