ავტორი:

"ომბუდსმენისგან მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მაია ოთინაშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობა"

"ომბუდსმენისგან მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მაია ოთინაშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობა"

ომბუდსმენისგან მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მაია ოთინაშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ 37 წლის ქალთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას აცხადებს.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მიმართავს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დროულად გადაამოწმონ მაია ოთინაშვილის მდგომარეობა.

“ომბუდსმენისგან მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მაია ოთინაშვილის მიმართ მოხდა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა. ახლა გვჭირდება ერთიანობა და აქტიური მოქმედება, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული. მივმართავთ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დროულად გადაამოწმონ მაია ოთინაშვილის მდგომარეობა. ჩვენი მხრივ როგორც ოფიციალურ ფორმატებში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ, რომ რეაგირება იყოს დროული და მაია ოთინაშვილი ოჯახს დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს. გატაცების ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში, რაზეც პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს და რუსეთის ფედერაციას ეკისრება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ გაავრცელა.

„ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დაკავებული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა. ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა“, - აცხადებდნენ გუშინ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

რა დაევალა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში

"აქ მოსწავლეებსაც იარაღი აქვთ, დაბადების დღეზე უამრაჯერ ამტყდარა სროლა, მსხვერპლიც ყოფილა, ეს არასდროს მოწესრიგდება" - რა "კანონპროექტი" მიიღეს აფხაზეთში

აფხაზეთის ახალი წელი: "ახლა მიადგებიან ჩვენს საცოდავ მოსახლეობას და ვაქცინასაც ჩვენზე გამოცდიან"  - რუსული ვაქცინა და "ომი კრიმინალურ სამყაროსთან”