ავტორი:

"აქ მოსწავლეებსაც იარაღი აქვთ, დაბადების დღეზე უამრაჯერ ამტყდარა სროლა, მსხვერპლიც ყოფილა, ეს არასდროს მოწესრიგდება" - რა "კანონპროექტი" მიიღეს აფხაზეთში

"აქ მოსწავლეებსაც იარაღი აქვთ, დაბადების დღეზე უამრაჯერ ამტყდარა სროლა, მსხვერპლიც ყოფილა, ეს არასდროს მოწესრიგდება" - რა "კანონპროექტი" მიიღეს აფხაზეთში

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო იარაღის ამოღების შესახებ "კანონპროექტი" მიიღეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Апсадгьыл-инфо წერს. მისი ინიციატორია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი, ყოფილი ე.წ. დეპუტატი ილია გამისონია.

"ადამიანი, რომელიც თავდაცვის შეაირაღებულ ძალებში არ მსახურობს ან არასდროს უმსახურია, ცეცხლსასროლ იარაღს არ უნდა ფლობდეს. მას შესაბამისი ლიცენზია უნდა ჰქონდეს, რაც მოიცავს ადამიანის ჯანმრთელობის, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაშია, ამიტომ ვისაც სურს და აკმაყოფილებს მოთხოვნებს, უნდა ჰქონდეს იარაღი, თუმცა ის აღრიცხული უნდა იყოს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ზურგში არ გვესრვიან", - აცხადებს გამისონია.

ადგილობრივი მედიისა და ინტერნეტმომხმარებლის ინფორმაციით, "აფხაზეთში, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვასთან დაკავშირებით,1994 წელს მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს", რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ იარაღის ტარების უფლება ყველას აქვს.

"აფხაზური ჯარი მოვიხადე და არც ერთხელ არ მისვრია იარაღიდან. არ გვაძლევენდნენ, არ გვაქვსო. არადა, მანამდე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეებს გვქონდა სხვადასხვა სახის იარაღი და სადაც მოგვეპრიანებოდა იქ ვისროდით, სოხუმში პარკში, ზღვაზე, თოლიებს, სხვა ჩიტებს ესროდნენ ჩემი კლასელები. შეძლებული ოჯახის ბიჭები გოგონებსაც ეპატიჟებოდნენ სადმე, შემდეგ მანქანით სეირნობდნენ, მანქანის ტარებასა და მიზანში სროლას ასწავლიდნენ. ძირითადად, სასაფლაოებზე მივდიოდით.

მე არ ვიყავი შეძლებული ოჯახიდან, მაგრამ იარაღი მაინც მქონდა. ასეა დღემდე. ახალგაზრდა ბიჭები ასე აწონებენ თავს გოგონებს. დაბადების დღეზე უამრაჯერ ამტყდარა სროლა, არაერთი მსხვერპლიც ყოფილა. ერთხელ, მოხუცს თვალში მოხვდა ანასხლეტი, გადარჩა თუ არა, არ ვიცი, რადგან მას გამვლელები შემოეხვივნენ, ჩვენ კი იქიდან გავიქეცით. თუმცა, მაინც არ მჯერა, რომ ოდესმე ეს მოწესრიგდება. სინამდვილეში, შეძლებული და გავლენიანი ოჯახის შვილებს თავიანთი მანქანების საბარგულში იარაღი ექნებათ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, აუცილებლად გამოიყენებენ და არც დაისჯებიან", - წერს ინტერნეტმომხარებელი MI FIT Abkhaz-auto.ru-ს პუბლიკაციის კომენტარებში.

"ალბათ ყველას გვინახავს ქორწილებში, ძეობისა და დაბადების დღეების სუფრებზე ქამარში იარაღგაჭრობილი ახალგაზრდები... ვინმეს გონია, მათ რამე ცნობა აიღეს? არა... მამიკოებმა აჩუქეს სკოლის დამთავრების ან სხვა რამე "ღირსშესანიშნავ თარიღზე". იარაღს აქ ყველა ნაბიჯზე იყიდი. მთავარია, ფული გქონდეს. ასე იქნება მომავალშიც", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი, ფსევდონიმით -"სუხუმი აფხაზია".

"ერთხელ გუდაუთიდან სოხუმში წავედით გვიან, რაღაც საქმეზე. გზაზე ვიღაცამ ხელი დაგვიქნია, არ გავუჩერეთ და სისწრაფე არ ავკრიფეთ, უცებ, მანქანა ჯერ ცალ მხარე გასრიალდა და შემდეგ - მეორე მხარეს. აღმოჩნდა, რომ გვესროლეს, საბურავებში. რამდენიმე მეტრი ვიხოხეთ და გავჩერდით, ასე 17-20 წლის გოგო-ბიჭები დაგვადგნენ და ფული მოგვთხოვეს. მძროლს, რაც ჰქონდა, წაართვეს, მე ბევრი არაფერი მქონდა ასე 300 რუბლი, მაგრამ არ მივეცი, დამალვა მოვასწარი. ერთი გოგონა ვიცანი, სოხუმში ჩვენი სკოლის დირექტორის შვილი იყო, მაგრამ არ შევიმჩნიე. ნასვამები იყვნენ და მცირედი რამე და იქვე დაგვხოცავდნენ, რადგან ასე ერთობოდნენ. შემდეგ ვნახე ეს კაცი და ვუთხარი ყველაფერი, - რამდენი გინდა თანხა, არავისთან რომ არ თქვაო, მკითხა. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან ვერასდროს იქნება ისე, როგორც საქართველოში, ევროპაში ან ამერიკაში", - წერს ბარიან ასლანძია.

"სოხუმში, ზოგადად აფხაზეთში იარაღი ყოველთვის ისე შემოვა, როგორც ნარკოტიკი შემოდის. შესაძლოა, ადამიანებს იარაღის ლიცენზია ჰქონდეთ, მაგრამ ის არასდროს იქნება სამართლიანად და, რაც მთავარია, კანონიერად აღებული. ბოლო წლებში აქ "ბარდაკია" და ამ სიტუაციაში, სადაც მილიცია ჩვენს უსაფრთხოებაზე ვერ ზრუნავს, ადამიანები ყოველთვის იარაღით ივლიან" - წერს ალექსანდრე დილჟნიკოვი.

"ქართველებმა დრო იხელთეს და ამერიკის დახმარებით მასალები გააყალბეს" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ რეგიონებში

"ჩვენს სახლს კასეტური ბომბი დაეცა, დედაჩემი შეიწირა... გულისფანცქალით ველოდი ამ დღეს" - რას ამბობს 2008 წლის ომში დაზარალებული სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

"...ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში" - გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე