ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი - ყიფიანს ისეთი ვერსია ათქმევინეს დაკითხვაზე, რომ ივანიშვილი დასცინის მთელ საზოგადოებას

მიხეილ სააკაშვილი - ყიფიანს ისეთი ვერსია ათქმევინეს დაკითხვაზე, რომ ივანიშვილი დასცინის მთელ საზოგადოებას

ყიფიანს ისეთი ვერსია ათქმევინეს დაკითხვაზე, რომ ივანიშვილი უბრალოდ დასცინის მთელ საზოგადოებას, მთელი საქართველო გამოჰყავს იდიოტად, - ამის შესახებ "ფეისბუქში" ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"ასე იცის ჯაყომა... თუ ასეთი რამეები შევარჩინეთ, მართლა ყველაფრის ღირსები ვყოფილვართ. მაგრამ არ შერჩება!", - აღნიშნავს სააკაშვილი.

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" მფლობელ ზაზა ოქუაშვილს აუდიომასალის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს. როგორც ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოქუაშვილმა მას შესთავაზა, რომ გაეკეთებინათ აუდიო ჩანაწერები, ვითომდა მიმდინარეობდა მათზე ზეწოლა, რათა აღნიშნული ჩანაწერები ოქუაშვილს გამოეყენებინა საზღვარგარეთ უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად.

ყიფიანის თქმით, აღნიშნული შეთავაზება ოქუაშვილსგან მიიღო იმ პერიოდში, როდესაც თავად „ომეგა ჯგუფში“ მუშაობდა. მისი განმარტებით, ოქუაშვილმააღნიშნული შეთავაზება მისი ყოფილი მინისტრობიდან გამომდინარე და ოჯახიდან გამომდინარე გააკეთა. ყიფიანის განცხადებით, ოქუაშვილმაგანუცხადა, რომ მისი პიროვნება უცხოელი პარტნიორებისთვის დამაჯერებელი იქნებოდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები