ავტორი:

ვინ არიან მაია მიმინოშვილისა და თამარ სანიკიძის შემცვლელები - განათლების მინისტრი კიდევ ერთ მოადგილეს ცვლის

ვინ არიან მაია მიმინოშვილისა და თამარ სანიკიძის შემცვლელები - განათლების მინისტრი კიდევ ერთ მოადგილეს ცვლის

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - გიორგი ვაშაკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - ბერიკა შუკაკიძე, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი - სოფო გორგოძე გახდა. გადაწყვეტილების შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"გიორგი ვაშაკიძეს გააჩნია 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო, კერძო, საჯარო ორგანიზაციებში მენეჯერულ თანამდებობებზე.

ბერიკა შუკაკიძეს განათლების სფეროში გააჩნია მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება. ასოცირებული პროფესორის რანგში მიჰყავს სამეცნიერო კურსი განათლების მართვისა პროგრამებზე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

ზვიად გაბისონია 19 წლის განმავლობაში ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებაში {მათ შორის არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი}. მისი გამოცდილება მოიცავს კერძო სექტორში უმაღლეს თანამდებობებსაც.

სოფო გორგოძეს 14-წლიანი მუშაობის გამოცდილება გააჩნია განათლების სისტემაში. სხვადასხვა დროს იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს და ეწეოდა საკონსულტაციო მომსახურებას როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში განათლების მართვის მიმართულებით", - განაცხადა ბატიაშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, მის მოადგილედ ინიშნება ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანი, ხოლო მოქმედი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე მინისტრის მოადგილის მოვალეობას 2018 წლის 31 ოქტომბრამდე შეასრულებს.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანის საკურატორო სფერო იქნება სამინისტროს ადმინისტრაციული საქმიანობის ყველა მიმართულების კოორდინაცია და კონტროლი.

"ნათიას გააჩნია 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე კერძო სექტორში. ასევე, საჯარო სექტორში. მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე", - განმარტა ბატიაშვილმა.

ამასთან, თანამდებობას განათლების მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე ტოვებს. შესაბამისი განცხადება სამინისტროში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა.

უფრო კონკრეტულად, მინისტრის განცხადებით, მის მოადგილედ ინიშნება ნათია ზედგენიძე, ხოლო მოქმედი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე მინისტრის მოადგილის მოვალეობას 2018 წლის 31 ოქტომბრამდე შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თავისი მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამავე დღეს გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მაია მიმინოშვილის, თამარ სანიკიძის, გიორგი მაჩაბლისა და მანანა მიქაბერიძის შემცვლელებს კონკურსის გზით არჩევდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, სულ 4 პოზიციაზე, 176 განაცხადი იყო შესული.

კერძოდ, ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შესული იყო 45 განაცხადი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე - 46, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე - 42, ხოლო ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე - 43 განაცხადი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები