ავტორი:

"ომეგა ჯგუფის" თანამშრომელი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი - რა განცხადებას ავრცელებს "იბერია"

"ომეგა ჯგუფის" თანამშრომელი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი - რა განცხადებას ავრცელებს "იბერია"

ტელეკომპანია "იბერია" მათსა და "ომეგა ჯგუფის" თანამშრომლებზე განხორციელებულ რეპრესიებზე განცხადებას ავრცელებს. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის ინფორმაციით, პოლიციაში გადაყვანილია "ომეგა ჯგუფის" თანამშრომელი, რომელსაც სამი წლის წინ იარაღი შემთხვევით გაუვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

"იბერიას" შეფასებით, პირის პოლიციაში გადაყვანა სამი წლის შემდეგ სწორედ რეპრესიების დაწყების მანიშნებელია. გავრცელებულ განცხადებაში "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიას" თანამშრომლები მოუწოდებენ არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიურ კორპუსს, დაიცვან მათი უსაფრთხოება.

"შეტევა "ომეგასა" და "იბერიას" თანამშრომლებზე - რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ "ომეგა ჯგუფის" ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც "იბერია-ომეგას" საქმეში ლევან ყიფიანის ეპიზოდში ფიგურირებს, პოლიციაში წაიყვანეს. საქმე ეხება 2015 წელს მომხდარ შემთხვევას, რომლის დროსაც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თოლორდავა დაიჭრა, მას იარაღი გაუვარდა, საბედნიეროდ, გადარჩა. თოლორდავა ახლაც „ომეგას“ თანამშრომელია. შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ პოლიციაში მისი გადაყვანა, ჩვენი ღრმა რწმენით, უკავშირდება "ომეგა-იბერიას" თანამშრომლებზე რეპრესიების დაწყებას. ვთვლით, რომ ვართ საფრთხის ქვეშ და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჩვენგანზე განხორციელდება რამე სახის პროვოკაცია, თავდასხმა ან ზეწოლა, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას. მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება", - აღნიშნულია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ