ვებგვერდებზე - AMBEBI.GE, ipn.ge და kvirispalitra.ge, ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, საპრეზიდენტო კანდიდატების - სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობა თანაბარია.
შეკითხვაზე: ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაში მონაწილეთა 28-28%-მა აირჩია.
მესამე ადგილს დავით უსუფაშვილი იკავებს 12%-ით, 6 %-მა ხმა მისცა დავით ბაქრაძეს, 6%-მა ზურაბ ჯაფარიძეს, ხოლო 20%-მა აირჩია კატეგორია „სხვა“.
გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 25 000-მა მკითხველმა მიიღო. გამოკითხვა ipn.ge-ზე, ambebi.ge-სა და kvirispalitra.ge-ზე 2 ოქტომბერს დაიწყო.