ავტორი:

რა ქონებას ფლობს მარეგულირებელი კომისიის 2 წევრი, რომლებიც ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელეებს შორის არიან

რა ქონებას ფლობს მარეგულირებელი კომისიის 2 წევრი, რომლებიც ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელეებს შორის არიან

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ შექმნილმა ღია მონაცემების პლატფორმა - DataLab-მა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოხელეების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. DataLab-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 6 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელეს შორის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორი წევრი - ელისო ასანიძე და გიორგი ფრუიძეც მოხვდნენ. ელისო ასანიძის შემოსავალმა 2017 წელს - 235 555 ლარი შეადგინა, ხოლო გიორგი ფრუიძემ ამავე პერიოდში 234 620 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მათი ქონებრივი მდგომარეობა. მიმდინარე წლის 29 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ასანიძე ფლობს სამ ბინას თბილისში, რომელთაგან ერთი - 2016 წელს 140 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე: საცხოვრებელი სახლი გუდაურში; იმავე მისამართზე მდებარე 300 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და 8 კვ. მეტრის სარდაფი დედაქალაქში.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 7 892.48 ლარი და 7 013,55 დოლარი ჰქონდა. მას ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. მისი მეუღლე ფლობს ბინას თბილისში და მსუბუქ ავტომობილს TOYOTA PRADO-ს. მასვე საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 34 874.56 ლარი; 5 086.79 ევრო და 88.85 დოლარი ჰქონდა. ის არის ასევე შპს „კერა თრეველის“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც გასულ წელს 27 875 ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის და ქსელების მთავარ სპეციალისტად მუშაობისას მისმა შემოსავალმა 75 121,95 ლარი შეადგინა. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები