ავტორი:

რა ტენდენციებია მოსალოდნელი და ვისთვისაა სასიკეთო ვენერას უკუსვლით მოძრაობა? - ასტროლოგის რეკომენდაციები

რა ტენდენციებია მოსალოდნელი და ვისთვისაა სასიკეთო ვენერას უკუსვლით მოძრაობა? - ასტროლოგის რეკომენდაციები

5 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე ვენერა ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობაშია. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ასატროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში რეკომენდაციებს აქვეყნებს:

"რა ტენდენციებია მოსალოდნელი და ვისთვის/რისთვისაა სასიკეთო, ან პირიქით, ვენერას უკუსვლით მოძრაობა?

ვენერა რეტროგრადულ მოძრაობაში ყოველ წელიწადნახევარში გადადის.

ამ პლანეტის რეტროგრადულობა ყველაზე ერთნაირად არ იმოქმედებს. პირველ რიგში, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია კუროსა და სასწორის ნიშნებისთვის ვინაიდან მათ ვენერა მართავთ და მისი რეტრო ფაზა, ყველაზე მეტად, სწორედ მათზე აისახება, ასევე, მნიშვნელოვანია, ადამიანებისთვის, ვის პირად რუქაშიც ვენერა ძლიერადაა გამოვლენილი, მაგ. თუ თქვენი ასცედენტი ან ზენიტი დგას სასწორსა თუ კუროში, თუ ვენერა კუთხის სახლებშია მოთავსებული ან მრავალი ასპექტი აქვს - შესაძლოა თქვენზეც მკაფიოდ აისახოს ვენერას რეტროგრადულობა.

ხოლო, თუ ადამიანს პირად რუქაში ისედაც რეტროგრადული ვენერა ყავს, მაშინ ეს სწორედ რომ მისი დროა! მასთან უფრო სასიკეთო მოვლენებია მოსალოდნელი.

ვინაიდან ასტროლოგიაში ვენერა სიყვარულისა და სილამაზის პლანეტად მოაზრება, მისი ზეგავლენა, უპირველესად, სიყვარულსა და ურთიერთობეზე აისახება. ამ პერიოდში სწორედ ამ სფეროებზე კეთდება აქცენტები.

ვენერას რეტროგრადულობისას ხშირია განქორწინება, წყვილების დაშლა. თუ პარტნიორებს შორის დაიძაბა სიტუაცია და განქორწინების ან დაშორების გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდით, ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებას! გამოიჩინეთ მეტი დიპლომატიურობა და მოთმინება, მინიმუმ 1,5 თვით გადადეთ ეს საკითხი, ანუ ვენერას დირექტულ მოძრაობამდე. და მერე, შესაძლოა საერთოდაც აღარ იდგეს ეს საკითხი დღის წესრიგში. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ რეტრო ვენერა ლაკმუსის ქაღალდის როლს ასრულებს და მიგანიშნებთ, რომ წინ, ბევრი სამუშაო გელით სწორედ ურთიერთობების დალაგების მხრივ. მოგიწევთ ფასეულობების სწორად გადაფასება (განხეთქილების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ 8-12 ოქტომბრის პერიოდში, როდესაც ვენერა მარსის ზუსტი კვადრატი დგება, და ასევე, ოქტომბრის ბოლოს).

ამ პერიოდში შეიძლება ვინმე გაიცნოთ, მაგრამ რეტრო ვენერაზე დაწყებული ურთიერთობები, შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს ხანგრძლივი, ან უბრალოდ, არ გაამართლოს თქვენი მოლოდინი, ამიტომ ნუ გაეხვევით ფანტაზიებში, შეინარჩუნეთ რაციონალური ხედვა.

ამ პერიოდში შესაძლოა ასევე წარსულიდან გამოჩნდნენ ძველი სასიყვარულო პარტნიორები. მით უფრო, თუ ურთიერთობა წარსულში ამოწურული არაა, დაუსრულებელია, ეს არის განმეორებით მოცემული შანსი ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დასაწყებად, ან პირიქით, იმის დასადასტურებლად და დასამტკიცებლად, რომ ურთიერთობამ მართლაც ამოწურა თავისი რესურსი და დროა საბოლოოდ გავუშვათ და წინ წახვიდეთ.

ეს პერიოდი ასევე დიდად სასიკეთო არაა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის, თუ წყვილს რუქაში თავად არ აქვს რეტროგრადული ვენერა, თუ აქვს, პრობლემა არაა.

ვინაიდან ვენერა ასევე მატერიალურ და ფინანსურ საქმეებსაც კურირებს, ეს თემებიც იქნება წინწამოწეული მისი უკუფაზის პერიოდში.

ამ დროს შესაძლოა ძველმა პრობლემებმა შეგახსენოთ თავი, გაახსენდეთ მევალეებს, შესაძლოა ამასთან დაკავშირებულ თემებზე კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნაც.

ეს დრო ასევე არ ვარგა ინვესტიციებისა და ფინანსური სფეროსთვის, ბიზნესის დაწყებისთვის, რასაც უშუალოდ ფინანსურ საქმიანობასთან აქვს საქმე (შესაძლოა არ დააბანდოთ სარფიანად თქვენი ფული, მოტყუვდეთ) სამაგიეროდ კარგი პერიოდია განმეორებითი მოლაპარაკებებისთვის ფინანსურ სფეროში.

ასევე, ეს არ არის კარგი პერიოდი სილამაზისა და ფუფუნების საგნების, ხელონების ნიმუშების შესაძენად.

არ არის სასურველი ასევე გამოფენებისთვის, ზოგადად სილამაზის სფეროსთვის, სილამაზის სალონში მნიშვნელოვანი პროცედურების (ვარცხნილობის რადიკალური ცვლილებაა, სხვა ფრად შერებვა, ტატუაჟი) პლასტიკური ოპერაციებისა და მოდის ინდუსტრიისთვის.

სხვათა შორის, ეს კარგი პერიოდია ძველი, ჩაწოლილი საქონლის რეალიზებისთვის, კერძო საკუთრების გასაყიდად, რომელსაც არაფრით გამოუჩნდა მყიდველი.

საერთოდ, რეტრო ვენერაზე ადამიანებს ჩვევიათ ფულის ფლანგვა და ისეთი შენაძენების გაკეთება, რაც რეალურად არ სჭირდებათ და უბრალოდ იმპულსურად ყიდულობენ, ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ და ნუ გააკეთებთ ემოციურ საყიდლებს.

ამ დროს თქვენც შეგიძლიათ სარფიანად იყიდოთ რაიმე კერძო საკუთრება, მთავარია არ დაგაბრმაოთ გარეგნულმა იერსახემ, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ წუნზე, მხოლოდ "სილამაზით" ნუ მოიხიბლებით.

ასევე, რეტრო ფაზაზე კარგია დაკარგული ძვირფასეულობის და ნივთების ძებნა, სახლში წესრიგის დამყარება, გალამაზება, ადრე დაწყებული კოსმეტიკური კურსის გაგრძელება. კარგია ვალების დაბრუნება.

ჯანმრთელობის მხრივ - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ მათ, ვისაც შარდ-სასქესო სისტემების, წელისა და ყელის ზონის პრობლემები აწუხებს, ჰორმონალური დისბალანსი ან ფარისებრის პრობლემები აქვს, შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში მოხდეს გამწვავება.

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი კარგად იქნება!".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ