ავტორი:

ნახატმა, რომელიც მილიონზე მეტად გაიყიდა, "თავი გაინადგურა"

ნახატმა, რომელიც მილიონზე მეტად გაიყიდა, "თავი გაინადგურა"

ბრიტანელი ქუჩის მხატვარი ბენქსი, რომელიც ცნობილია საკუთარი ტრიუკებით, ამჯერადაც ყურადღების ცენტრში მოექცა.

პარასკევს მისი ნახატი ლონდონში, სოტბის აუქციონზე 1.4 მლნ დოლარად გაიყიდა. ტილოზე ცნობილი გოგონა იყო, გულის ფორმის ბუშტით. გაყიდვიდან რამდენიმე წუთში ნახატმა „საკუთარი თავის განადგურება“ დაიწყო - როგორც აღმოჩნდა, ჩარჩოში ხელოვანმა შრედერი (ქაღალდის გამანადგურებელი) ჩასვა.

აუქციონის ორგანიზატორების თქმით, შრედერის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამასთან, არავინ ამბობს, როგორ ამოქმედდა მოწყობილობა დისტანციურად, ნახატის გაყიდვისთანავე.

ბენქსი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ხელოვანია. ის, სავარაუდოდ, ბრისტოლში გაიზარდა, თუმცა მხატვრის შესახებ ცნობილი ძალიან ცოტა რამ არის. ბენქსის მიერ შესრულებულ გრაფიტის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვდებით.

რა ვიცით სკანდალურ მხატვარზე, რომელიც არავის უნახავს, თუმცა მისი ნამუშევრები მილიონები ღირს

საიდან მოდის ქაღალდისგან ფიგურების შექმნის ხელოვნება და როგორ აუმჯობესებს ის ბავშვის უნარებს?

29-31 მაისს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით გლობალური ჰაკათონი - NASA Space Apps COVID-19 Challenge-ს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება