ავტორი:

"ბიძინას ეცოდინება, არ იქნება ბიძინასგან დამალული?!" - "ომეგას" საქმეზე კიდევ ერთი ჩანაწერი ვრცელდება

"ბიძინას ეცოდინება, არ იქნება ბიძინასგან დამალული?!" - "ომეგას" საქმეზე კიდევ ერთი ჩანაწერი ვრცელდება

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი ვრცელდება. ჩანაწერს „რუსთავი 2“ ავრცელებს, სადაც საუბრობენ სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საუბარი შეეხება კონკრეტულ თანხებს და პირებს, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ჩანაწერი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ორგანიზებას ეხება. საუბრის მონაწილეები საუბრობენ გადახდილ სამმილიონ ნახევარ ლარზე და ასევე 4 მილიონ დოლარზე. ამასთან, სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილი ახსენებს „თიბისი ბანკიდან“ ნაღდი ფულის გატანას.

ნახეთ ვიდეო : "ოთარის დედა მო***" - მორიგი ფარული ჩანაწერი "ომეგა ჯგუფის" სკანდალზე

ლევან ყიფიანი - ვიტყვი, რომ მე ამას ვიძახი ამას, რო. ეს არის კონტრიბუცია და...

ზაზა ოქუაშვილი - სამნახევარი, სამნახევარი

ლევან ყიფიანი - ხო, ხო კონტრიბუცია და ამას აღარ ვიძახი, რომ იქ შევა, ეს უკვე შენი სახელით ვიძახი, რომ იქ შევიდეს.

ზაზა ოქუაშვილი - ამხელა თანხები არ ვიცი! ბიძინა, ბიძინამ გახსოვს მაშინ, როგორ გვითხრა დიდი თანხები! 4 მილიონი ბიძინამ მითხრა და ეხლა ვინ მეუბნება? ვინმე შემხვდება კიდევ?

ლევან ყიფიანი - შეგახვედრებ რა

ზაზა ოქუაშვილი - ამაზე თუ ვიტყვი თანხმობას, ამუშავდება ფაბრიკა?!

ლევან ყიფიანი - ხო, ხო

ზაზა ოქუაშვილი- წინასწარ უნდა მოვიტანო თანხა?

ლევან ყიფიანი - ნუ ეხლა ვინ გენდობა. ეხლა თუ ჭკვიანი და ის არის ესეთ სიტუაციაში

ზაზა ოქუაშვილი - წინასწარ თანხა მაშინ ბიძინამ მაინც გვითხრა და ეხლა შენ მეუბნები და...

ლევან ყიფიანი - რა მნიშვნელობა აქვს. ხომ დაინახავ ფაქტს, ფაქტს ხო, დაინახავ. ტყუილად ხომ არ გავა ეს თანხა, ფაქტს რომ დაინახავ

ზაზა ოქუაშვილი - როგორ დავინახავ ფაქტს?

ლევან ყიფიანი - როგორ და დაიწყება მუშაობა

ზაზა ოქუაშვილი - დღეს თანხა უნდა გავცე?!

ლევან ყიფიანი - ხვალვე გავა ის, ისა და დაიწყება მუშაობა

ზაზა ოქუაშვილი - ამხელა კონტრიბუშენი და ბიუჯეტს არ აკლდება?

ლევან ყიფიანი - როგორ არ აკლდება, როგორ არ აკლდება!

ზაზა ოქუაშვილი - ოთხნახევარი ხო არ აკლდება, სამნახევარი

ლევან ყიფიანი - სამ ნახევარი არა!

ზაზა ოქუაშვილი - საიდან ქეშის პრობლემაა ჯერ ეს ერთი, საიდან მოვიტანო მე სამ მილიონ ნახევარი ქეში? ბანკიც არ გასცემს მაგას, გახსოვს მაშინ მთელი გახარია და ის ჩაერია! ამხელა ნაღდი, მაშინაც რომ გასცეს, თვალები ამივიდა შუბლზე.

ლევან ყიფიანი - კიდევ ერთხელ გეუბნები, იმის ისა რაქვია.

ზაზა ოქუაშვილი - პრემიერთან შევალთ?

ლევან ყიფიანი - შევიდეთ კი, მარა უნდა ვთქვათ, პირველი ბიუჯეტი

ზაზა ოქუაშვილი - მაშინ შევხვდეთ პრემიერს, ძალიან პატივს ვცემ ანზორსაც, ოთარსაც მარა სიტყვაზე მაშინაც

ლევან ყიფიანი - ოთარის დედაც... მ...

ზაზა ოქუაშვილი - ხო მარა, მახსოვს, ბიძინა იქნება საქმის კურსში თუ?!

ლევან ყიფიანი - რა თქმა უნდა, ჩააყენებენ საქმის კურსში, ჩააყენებენ

ზაზა ოქუაშვილი - იმიტომ, რომ ამხელა თანხა ბიძინას გარეშე...

ლევან ყიფიანი - ნუ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა

ზაზა ოქუაშვილი - რო შევხვდეთ ბიძინას კიდევ

ლევან ყიფიანი - ნუ ეხლა თუ გამოჩინა რაღაც ყურადღება, შეიძლება თვითონ გვითხრას და ავიდეთ, ვთქვათ,

ლევან ყიფიანი - მაშინ იყო ჩართული იმიტო რომ ამ ოთარმა უთხრა, იმიტომ რო მაგი იყო ჩარეული და მაგან იმას ქნა, მაგი იყო ის

ზაზა ოქუაშვილი - მაშინ თვითონ რო გვითხრა, უკვე სხვა რაღაც იყო.

ლევან ყიფიანი - მაშინ თვითონ რო გვითხრა, ოთარმაც გვითხრა, თვითონ კი არ დაესიზმრა. არც ციფრები იცოდა

ზაზა ოქუაშვილი - ხო, მარა თვითონ ხო გვითხრა 4 მილიონიო თავისით.

ლევან ყიფიანი - გაგვიმეორა

ზაზა ოქუაშვილი - ხო გაგვიმეორა

ლევან ყიფიანი - მერე გვითხრა რო გვაწვებოდა გახსოვს რო ისა მე ვუთხრა მეუბნება 4 მილიონ დოლარს მეთქი და არაო რას გეუბნება ეგ ერთია და რა ითქვა ისო ხო გახსოვს?

ზაზა ოქუაშვილი - კი მახსოვს, ოთარს მოვიყვან თუ გინდა აქაო?

ლევან ყიფიანი - ხო, მარა რო გვაწვებოდა გახსოვს ისა

ზაზა ოქუაშვილი - ოთარი

ლევან ყიფიანი - ხო, ისაო ლარი კი არ გითხარით დოლარი გითხარითო

ზაზა ოქუაშვილი - კვირიკაშვილზე რომ უთხრა, ჩემი ის ხო არ იყოვო უფროსიო, ტიროდა აქაო, ხოდა რო შევხვდეთ, რომ შევხვდეთ ბიძინას მაშინ?

ლევან ყიფიანი - ვნახოთ, გვეტყვის რა ყველაფერს

ზაზა ოქუაშვილი - ყოველ შემთხვევაში ბიძინას ეცოდინება, არ იქნება ბიძინასგან დამალული?!

ლევან ყიფიანი - კი, კი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები