ავტორი:

როგორ გამოიყურებოდა თბილისის პირველი ლედი მერის სახელით გამართულ საზეიმო მიღებაზე

როგორ გამოიყურებოდა თბილისის პირველი ლედი მერის სახელით გამართულ საზეიმო მიღებაზე

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის სახელით საზეიმო მიღება გაიმართა. კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თბილისობის დღესასწაული მიულოცა.

“დღეს სახალხო დღესასწაულია, რომელიც მინდა მივულოცო თითოეულ თბილისელს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დღეს ძალიან ბევრი გაღიმებული და ბედნიერი ხალხი შემხვდა ქუჩაში და მინდა, რომ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახოს. მესმის ყველა ის გამოწვევა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქალაქს, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით არსებული პრობლემების მოგვარებას შევძლებთ. ასევე, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დედაქალაქი იქნება ბედნიერი მოქალაქეებით სავსე", - განაცხადა კახა კალაძემ.

დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

“თბილისობა 2018"-თან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მედიის წარმომადგენლები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები