ავტორი:

რა გელით "თბილისობაზე" დედაქალაქში - გადახედეთ 6 და 7 ოქტომბრის ღონისძიებებს

რა გელით "თბილისობაზე" დედაქალაქში - გადახედეთ 6 და 7 ოქტომბრის ღონისძიებებს

„თბილისობა 2018” 6 და 7 ოქტომბერს დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანზე და ლეღვთახევში გაიმართება.

თბილისის მერიის ცნობით, ორი დღის განმავლობაში, რიყის პარკში გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი - „შემოდგომის დღესასწაული“, წარმოდგენილი იქნება ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობი პროგრამები და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა.

ამასთან, თბილისობის დღესასწაულზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი „გვიდირიჟორე“ გაიმართება. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს, ნებისმიერ მსურველს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ღონისძიებაში, სცენაზე ავიდეს და საკუთარი თავი დირიჟორის ამპლუაში გამოსცადოს.

ლეღვთახევში დაგეგმილია მხატვრების, ფოტო ხელოვანებისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ - „ცოცხალი ქანდაკებები“, ცოცხალი მუსიკა - ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით - „მექი დანა და მისი მეგობრები“ და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“.

იხილეთ ღონისძიებების განრიგი:

6 ოქტომბერი

რიყის პარკი

• გასტრონომიული ფესტივალი - 12:00 - 20:00

• ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00 - 20:00

• საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00 – 19:00

• კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით -14:00 - 18:00

• რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00 – 18:00

ლეღვთახევი

• მხატვრების, ფოტოხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00 – 17:00

• საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა -13:00 – 17:00

• ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი - 14:00-17:00

• პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00 – 17:00

• პროექტი „გვიდირიჟორე“ - 15:00 -17:00

• ცოცხალი მუსიკა - ბენდი killages -18:00 – 19:00

• გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 20:00 - 21:00

მეიდანი (სიონის სკვერთან) "ხილის ფესტივალი" - 12:00-19:00

დედაენის ბაღი - 12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები

• ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება

• ტურნირები ნარდში

• მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;

• აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;

• შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“

• ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;

• ბოჩა (შშმ პირებისთვის)

• ტურნირი მინი გოლფში

• შეჯიბრი მკლავჭიდში

• მაგიდის ჩოგბურთი

• ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა

დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორია იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩის გახსნა - 14:00

ევროპის მოედანი მიუზიკლი - „თბილისური ვოდევილი“ - 20:00, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული სცენის ვარსკვლავები და მულტიკულტურულ თბილისს წარმოადგენენ.

7 ოქტომბერი

რიყის პარკი

• გასტრონომიული ფესტივალი - 12:00 - 20:00

• ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00 -20:00

• საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00 – 19:00

• საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“ - 14:00-15:00

• კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით - 14:00 18:00

• რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00 – 18:00

ბარათაშვილის ქუჩა კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი - 14:00

ლეღვთახევი

• მხატვრების, ფოტო ხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00 – 17:00

• საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა - 13:00 – 17:00

• ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი - 14:00 -17:00

• პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00 – 17:00

• ცოცხალი მუსიკა - დაუვიწყარი კონცერტი - ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით - „მექი დანა და მისი მეგობრები“ - 16:00 – 18:00

• პროექტი „გვიდირიჟორე“ - 19:00 - 21:00

• გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 21:00 – 22:00

დედაენის ბაღი - 12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები

• ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება

• ტურნირები ნარდში

• მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;

• აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;

• შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“

• ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;

• ბოჩა (შშმ პირებისთვის)

• ტურნირი მინი გოლფში

• შეჯიბრი მკლავჭიდში

• მაგიდის ჩოგბურთი

• ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა

• კარატე - საჩვენებელი თამაშები

საზეიმო ღონისძიებები 7 ოქტომბერს გალა კონცერტით დაიხურება, რომელიც 19:30 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. დაჯილდოვდებიან თბილისის საპატიო მოქალაქეები, გრანდიოზული გალა-კონცერტი კი რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.

კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე წარდგება ყველა ის მომღერალი, რომელიც გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს სიმღერებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ