ავტორი:

"მე ვიყავი "ნაციონალების" გავლენის ქვეშ და შენ იყავი კარგი ბიჭი?" - ოდიშვილის შოუ "იმედზე" კობახიძეზე ხუმრობის გამო დახურეს?

"მე ვიყავი "ნაციონალების" გავლენის ქვეშ და შენ იყავი კარგი ბიჭი?" - ოდიშვილის შოუ "იმედზე" კობახიძეზე ხუმრობის გამო დახურეს?

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეზე ხუმრობის გამო, ცნობილი იუმორისტის ვასიკო ოდიშვილის გადაცემა "ვასმედია" დაიხურა.

ოდიშვილის შოუ "იმედის" ეთერში სულ რამდენიმე კვირის წინ გავიდა და ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ოდიშვილისთვის დამახასიათებელი მწარე იუმორით განიხილავდა.

30 სექტემბერს ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც ოდიშვილმა ირაკლი კობახიძეზე იხუმრა, თანაც საკმაოდ უხამსად. ხუმრობა კობახიძის განცხადებას მოყვა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ ინგა გრიგოლიას ეთერში გააკეთა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და "მაესტროს" ყოფილ თანამშრომლებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები უწოდა.

"2011-2012 წლებში, როცა "მაესტროზე" გავლენა მოიპოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მათ შექმნეს ექსპერტების სია და ერთ-ერთი გარე ექსპერტი "ნაციონალების" იყო გიორგი მარგველაშვილი" - განაცხადა კობახიძემ გრიგოლიასთან სტუმრობისას.

ვასიკო ოდიშვილმა სწორედ აღნიშნულ განცხადებაზე გააკეთა იუმორისტული შეფასება და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დაახლოებით 5-წუთიანი მონოლოგი მიუძღვნა:

"უი, მგონი მწყობრიდან გამოვიდა, რა ვქნათ, რაღაში გამოვიყენოთ? შეხედავ და... პირს დააღებს და... ზეთი მაინც არ იხდება ნეტა ამისგან, ექსპორტზე რომ გავიტანოთ? ე.ი 2011-12 წლებში "მაესტრო" იყო ნაცების და მარგველაშვილი მიშას ექსპერტი? ამას რომ კითხო, შენ სად იყავი მაგ დროს, შეიძლება გიპასუხოს - მე 2013 წელს ვარ დაბადებულიო და როგორ გინდა დაამტკიცო, რომ ეგრე არ არის? არადა ისეთი რამ თქვა, ეჭვი მაქვს 2012 წლამდე ეს კაცი მართლა არ არსებობდა... ფრთხილად ირაკლი, ძალიან სახიფათო მიმართულებით ვითარდები... ე.ი მე და "მაესტრო" ვიყავით ნაციონალების გავლენის ქვეშ და შენ იყავი კარგი ბიჭი ხომ? მე და "მაესტროს" ნაციონალობას როგორ გვაბრალებ შე ჩემის... 2014-იანო?" - თქვა მონოლოგში ოდიშვილმა წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები