ავტორი:

ვინ არის ჟურნალისტი, რომელმაც 12 წლის წინ საქართველოში ჩამოსული ბიძინა ივანიშვილი პირველმა გადაიღო

ვინ არის ჟურნალისტი, რომელმაც 12 წლის წინ საქართველოში ჩამოსული ბიძინა ივანიშვილი პირველმა გადაიღო

საქართველოს ბევრი მილიონერი არ ჰყავს, შესაბამისად ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ. ასე გახლდათ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში სახელი თავდაპირველად ქველმოქმედებით გაითქვა, შემდეგ კი პოლიტიკაში მოვიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა.

სანამ პოლიტიკაში გამოჩნდებოდა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია იყო ცნობილი... ჯერ კიდევ 15 წლის წინ ის ფოტოზეც კი არავის ჰყავდა ნანახი. 12 წლის წინ ივანიშვილი პირველად კადრზე ჟურნალისტმა გიგა მაქარაშვილმა აღბეჭდა და ამას დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.

ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბოლო პერიოდში მისი სამოქალაქო აქტიურობის გამოც მოხვდა. ის თბილისიდან აფხაზეთის საზღვარზე ფეხით ჩავიდა და რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპაცია ამ ფორმით გააპროტესტა. 27 სექტემბერს გიგას უამრავი ადამიანი შეუერთდა.

გიგა წარსულში "პირველი არხის" ჟურნალისტი იყო და არაერთი წარმატებული სიუჟეტის ავტორიც არის. Ambebi.ge გიგას დაუკავშირდა დ 12 წლის წინანდელი ამბავი გაახსენა:

- საიდან გაგახსენდათ? ეს ამბავი 12 წლის წინ მოხდა. საქართველოში, ჯაზ-ფესტივალზე ჩამოსული იყო Jamiroquai და მის კონცერტს ვაშუქებდი. ისევე როგორც ყველა ჟურნალისტი, მე და ჩემი ოპერატორიც ფილარმონიაში პრესის შესასვლელიდან შევედით. გარეთ რამდენიმე უცხო მანქანა იდგა, მაშინდელი პრეზიდენტი მსგავსი მანქანებით არ სარგებლობდა. Jamiroquai-მ სცენაზე გამოსვლა 40 წუთით დააგვიანა, აღარ ვიცოდი მოწყენილობისგან რა გამეკეთებინა და დარბაზში საინტერესო ხალხს ვათვალიერებდი. საპრეზიდენტო ლოჟაში უცხო მამაკაცი შევნიშნე, ჩემს ოპერატორს ვუთხარი გადაიღეთქო, თან ვკითხე ხომ არ იცოდა ვინ იყო.... ასე გადავიღეთ პირველებმა ჩვენ ბიძინა ივანიშვილი.

- კონცერტს მარტო ესწრებოდა?

- არა, მეუღლესთან და ბერასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მაშინ ძალიან პატარა იყო.

- მაშინ ბიძინა ივანიშვილი არავის ჰყავდა ნანახი, ხალხმა მასზე უბრალოდ რაღაც ისტორიები იცოდა, თქვენ როგორ იცანით?

- ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ჩემი ოპერატორი მისი რაიონიდან გახლდათ. როცა გადაიღო და კადრები "დაზუმა", მან იცნო. სხვა ჟურნალისტებს არც კი გავუმხილე ეს ამბავი, ჩემი ექსკლუზივი იყო და მეორე დღეს "მოამბის" მთავარი გამოშვება სწორედ ამ კადრებით დაიწყო.

კადრები ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში ინახება

"გრცხვენოდეს, ბატონო სერგო! - არცერთხელ, არსად მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა" - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს?

"არ არის ცუდი ბიჭი, მეგობრულია ამხანაგური... თავზარი დამეცა, რომ გავიგე" - რას ყვებიან მეზობლები 50 წლის კაცზე, რომელიც გორში 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის დააკავეს

"კოვაქსი" და ჯანმო 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ საქართველოს ვაქცინა სწრაფად ჰქონდეს" - ჯანმო-ს წარმომადგენელი