ავტორი:

"არ არის ცუდი ბიჭი, მეგობრულია ამხანაგური... თავზარი დამეცა, რომ გავიგე" - რას ყვებიან მეზობლები 50 წლის კაცზე, რომელიც გორში 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის დააკავეს

"არ არის ცუდი ბიჭი, მეგობრულია ამხანაგური... თავზარი დამეცა, რომ გავიგე" - რას ყვებიან მეზობლები 50 წლის კაცზე, რომელიც გორში 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის დააკავეს

გორში 13 წლის გოგსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დაკავებულ 50 წლის მამაკაცს მეზობლები დადებითად ახასიათებენ.

"ცუდს ვერ ვიტყვი მაგ ბიჭზე, არ არის ცუდი ბიჭი, მეგობრულია ამხანაგური, არ არის ისეთი ბიჭი. რა მოხდა, არ ვიცი... ნაღდად მოულოდნელი იყო ჩემთვის, თავზარი დამეცა, რომ გავიგე, რომ ბავშვი ჰყოლიაო... არაფერი ვიცი სხვა... დედამ რა უნდა თქვას, განერვიულებული, განადგურებულია ქალი. მაგიტომ დაბრუნდა, რომ მიეხედა, მაგრამ ეს ფაქტი დაუხვდა და რა ქნას?!... ამდენი წელია აქა ვარ, ეს ბიჭი აქ იყო, მაგრამ მე არაფერი გამიგია, ისეთი ბიჭია, ვერ იტყვი მაგაზე ცუდს. ახლა კი გავიგე, მაგრამ რა, არ უარყოფსო, იძახისო, რომ ჩემიაო და რა უნდა ვთქვათ?! მე ახლა გავიგე და თავზარი დამეცა", - ყვება დაკავებული მამაკაცის მეზობელი "მთავართან".

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას, ვადით რვიდან თორმეტ წლამდე ითვალისწინებს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანს, რომელთან სქესობრივი კავშირის გამოც მამაკაცი დააკავეს, შვილი შეეძინა და იგი სოციალური სააგენტოს ბავშვთა ზრუნვის სამსახურის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. ჩვენი წყაროს ცნობით, ბრალდებული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია.

რა ვითრებაა შსს-სთან, სადაც აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

რუსთაველის თეატრი ხსნის იმ სპექტაკლს, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობს

"ნინუცა, ფაქტობრივად, გავაცოცხლეთ... უმძიმესი რაღაც აქვს გამოვლილი, შოკში ვარ გუშინდელი პოსტების შემდეგ" - რუსკა მაყაშვილი სტურუას და თეატრის პოზიციას ეხმაურება