ავტორი:

წერეთელზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

წერეთელზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

წერეთლის გამზირზე "ოპელის" მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მათი ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.

ტრაგედია წერეთლის გამზირზე - ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში უბედურ შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა - მამაკაცი მეგობარს ეხმარებოდა და ჩამოშლილი კედლის ქვეშ მოყვა

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მანქანამ ჯერ ქვეითი გაიტანა, შემდეგ მაღაზიის ვიტრინაში შევარდა