საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"მოსახლეობას ხვდებიან და ერთმანეთს აგინებენ" - პიარ სპეციალისტები საპრეზიდენტო კანდიდატების შეცდომებზე

09:54 / 10-10-2018

2018 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ქვეყ­ნის მე-5 პრე­ზი­დენტს აირ­ჩევს, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა კი 25 კან­დი­დატს შო­რის მო­უ­წევს. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სულ უფრო ცოტა დრო რჩე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი კან­დი­და­ტი ცდი­ლობს მო­სახ­ლე­ო­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­პი­რე­ბა მის­ცეს.

რო­გორ აწარ­მო­ე­ბენ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას კან­დი­და­ტე­ბი და რა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ - ამ სა­კი­თხზე AMBEBI.GE პიარ სპე­ცი­ა­ლისტს ელ­დარ პირ­მი­საშ­ვილს ესა­უბ­რა. მისი თქმით, ეს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და აქ­ტი­ვო­ბე­ბი გვი­ან და­ი­წყო, რაც კან­დი­და­ტებ­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს.

„კამ­პა­ნია ძა­ლი­ან ძველ­მო­დუ­რი და არა­თა­ნა­მედ­რო­ვეა. თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო მე­თო­დე­ბი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, გა­ცი­ლე­ბით ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე კამ­პა­ნია იყო და კარ­გად გავ­და ისეთ პიარ კამ­პა­ნი­ას, რო­გორ­საც არ­ჩევ­ნე­ბის დროს უნდა აწარ­მო­ებ­დნენ.

ჯერ ერთი, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორ­თვე­ნა­ხევ­რით ადრე და­ი­წყო. მე­ო­რე, ჯგუ­ფე­ბი სხვა­დას­ხვა ტი­პის სეგ­მენ­ტე­ბად ჰქონ­დათ და­ყო­ფი­ლი და მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ერთი და იგი­ვე­ნა­ი­რად არ ხდე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელს და ვი­დეო ტექ­ნი­კას ახალ­გაზ­რდებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის­თვის იყე­ნებ­დნენ, ხოლო შეხ­ვედ­რე­ბი და ბილ­ბორ­დე­ბი, ძი­რი­თა­დად ასა­კი­ა­ნი ხალ­ხის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ყო­ფი­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჩან­და.

ეს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი კი ქა­ო­ტუ­რად გან­ვი­თარ­და - წარ­დგე­ნე­ბიც ძა­ლი­ან ზო­გა­დია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ძა­ლი­ან ცოტა დრო დარ­ჩა, გზავ­ნი­ლე­ბი ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნია. რა უნ­დათ და ვის­ზე აკე­თე­ბენ აქ­ცენტს, ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნია," - გვი­თხრა პირ­მი­საშ­ვილ­მა.

ხში­რად პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და მათი კან­დი­და­ტე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ერთი და იმა­ვე შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ. პიარ სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, ყვე­ლა­ზე ხში­რად არ­ჩევ­ნე­ბი­სას კან­დი­და­ტე­ბის შეც­დო­მა ისაა, რომ სა­კუ­თა­რი დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი იმი­ჯი­დან ვერ გა­მო­დი­ან.

„რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ვლე­ბა, ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ თა­ვად არ უნდა შე­იც­ვა­ლონ. მე­ო­რე შეც­დო­მა ისაა, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს არ იყე­ნე­ბენ. მა­გა­ლი­თად, კახი კა­ლა­ძემ ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა ტექ­ნო­ლო­გია, მიხ­ვდა რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რია და ჩარ­თვე­ბის გა­კე­თე­ბა და­ი­წყო, რაც ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს. კან­დი­და­ტე­ბი რო­გორც წესი, აქ­ცენტს დიდ ჯგუ­ფებ­ზე აკე­თე­ბენ მა­გა­ლი­თად, პენ­სი­ო­ნი­რებ­ზე და ა.შ. მათ ხმებ­ზე ნა­დი­რო­ბენ“ - ამ­ბობს ელ­დარ პირ­მი­საშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ებს, აი, რო­გორ ახა­სი­ა­თებს მათ პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი:

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი

მისი წარ­დგე­ნა მას­შტა­ბუ­რი და პომ­პე­ზუ­რი არ ყო­ფი­ლა. ვი­ცით, რომ ის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხრი­დან მხარ­და­ჭე­რას ელო­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მან ეს დრო და­კარ­გა. სა­ერ­თოდ იმი­ჯის თე­მა­ში, ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს: "მარ­თეთ თქვე­ნი იმი­ჯი, თო­რემ ამას სხვე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ". იმის გამო, რომ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კარ­გად ვერ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რა და რო­გორ უნ­დო­და, ოპო­ზი­ცი­ამ და სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა მისი იმი­ჯი მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად შექ­მნეს.

მას ახლა ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თდრო­უ­ლად უწევს, შექ­მნი­ლი უარ­ყო­ფი­თი იმი­ჯის დან­გრე­ვა და ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ამას ემა­ტე­ბა ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გაჟ­ღე­რე­ბა. თუმ­ცა მისი მთა­ვა­რი პლი­უ­სი ისაა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რა აქვს. თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ქა­ლაქ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ბილ­ბორ­დე­ბის 80 პრო­ცენ­ტი, ბოლო დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდა.

და­ვით ბაქ­რა­ძე

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" კან­დი­დატს რო­გო­რი პარ­ტი­აც ჰყავს, ისე­თი­ვე სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებს. მისი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია შე­და­რე­ბით ნე­იტ­რა­ლუ­რი, ნაკ­ლე­ბაგ­რე­სი­უ­ლია. რო­გო­რი კან­დი­და­ტიც იყო ადრე, იგი­ვე ტი­პის მიდ­გო­მე­ბი აქვს ახ­ლაც, არა­ფე­რი არ შე­უც­ვლია, რაც კარ­გი არ არის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ვლე­ბა და კან­დი­და­ტებ­მა ამ ცვლი­ლე­ბას მხა­რი უნდა აუ­ბან.

გრი­გოლ ვა­შა­ძე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტის მიდ­გო­მა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რია, მაგ­რამ უფრო უარ­ყო­ფი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმი­ტომ რომ სხვა­დას­ხვა კან­დი­დატს სულ თავს ეს­ხმის. მის კამ­პა­ნი­ა­ში ხში­რად ერ­თვე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რაც მის კან­დი­და­ტუ­რას უფრო აქ­ტუ­ა­ლურს ხდის. თუმ­ცა, უარ­ყო­ფი­თი მო­მენ­ტე­ბი ამა­საც აქვს, რად­გან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ახ­დენს, ანუ იმ 9 წელ­თან აკავ­ში­რებს, რო­მე­ლიც მათი გა­და­სა­ხე­დი­დან უარ­ყო­ფი­თი იყო.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე

"გირ­ჩის" ლი­დერს თა­ვი­სი სეგ­მენ­ტი, თა­ვი­სი ვიწ­რო ჯგუ­ფი ჰყავს და ძი­რი­თა­დად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია იმ გზა­ზე, რაც აქამ­დე ჰქონ­და. როცა შენი ჯგუ­ფი გყავს არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, ეს კარ­გია. "გირ­ჩი" ისეთ თე­მებს უკე­თებს აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში ხში­რად ხვდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ჯა­ფა­რი­ძეც ხში­რად ჩანს მე­დი­ით. მთა­ვა­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კან­დი­და­ტი კარ­გად გა­იც­ნოს. რო­დე­საც კან­დი­დატს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს და მე­დი­აც არ აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი რთულ­დე­ბა.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი

"შე­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისაა, რომ არ­სად არ ჩანს. ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნე­ბი 3-4 კან­დი­დატ­ზე მეტს ვერ იმახ­სოვ­რე­ბენ, მე­დი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს, რომ ყვე­ლა კან­დი­დატ­ზე ისა­უბ­როს, ამი­ტომ ცდი­ლობს წამ­ყვა­ნი კან­და­და­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლოს. ასე­ვე უსუ­ფაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, მისი აკა­დე­მი­უ­რო­ბაა. ის ასო­ცირ­დე­ბა თა­ვის პარ­ტი­ას­თან და იმ მიდ­გო­მებ­თან, რაც ალ­ბათ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ვერ გა­ი­გო, იმი­ტომ რომ ის ძა­ლი­ან აკა­დე­მი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რია.

პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი კახა მაღ­რა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებ­ზე ნე­გა­ტი­უ­რი და სა­ხა­ლი­სო ინ­ფორ­მა­ცია უფრო მარ­ტი­ვად ვრცელ­დე­ბა.

"საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებ­მა კო­მუ­ნი­კა­ცია ძა­ლი­ან გვი­ან და­ი­წყეს, შე­სა­ბა­მი­სად სიღ­რმი­სე­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის წარ­მო­ე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. მათი გზავ­ნი­ლე­ბი, და­პი­რე­ბე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხა­სი­ათს ატა­რებს, ამი­ტომ მათ­ზე ნე­გა­ტი­უ­რი და სა­ხა­ლი­სო ინ­ფორ­მა­ცია უფრო ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი სულ უფრო და უფრო ვი­თარ­დე­ბა, ამი­ტომ მათი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა თუ სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბის „გა­შარ­ჟე­ბა“ ჩვე­ვა­ში გა­დაგ­ვი­ვი­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებს სა­კუ­თა­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის წარ­მო­ე­ბის კუ­თხით მეტი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ. ყვე­ლა კან­დი­და­ტი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ ბევრ შეც­დო­მას უშ­ვებს“ - გვე­უბ­ნე­ბა მაღ­რა­ძემ.

პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, კან­დი­და­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის სტრა­ტე­გი­აა, სა­კუ­თა­რი ოპო­ნენ­ტი და­აკ­ნი­ნონ და ნა­გა­ტი­უ­რი კუ­თხით წარ­მო­ა­ჩი­ნონ. "ყვე­ლა კამ­პა­ნია სტან­დარ­ტუ­ლია - რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბას აწყო­ბენ, მო­სახ­ლე­ო­ბას ხვდე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთს აგი­ნე­ბენ. მთე­ლი კამ­პა­ნია ესაა", - ამ­ბობს მაღ­რა­ძე.

"არ­ჩევ­ნებ­ში წარ­მა­ტე­ბა ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის აქ­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ამომ­რჩევ­ლის დარ­წმუ­ნე­ბი­სა და მათი მო­ბი­ლი­ზე­ბის კუ­თხით, ქარ­თულ სა­არ­ჩევ­ნო პრაქ­ტი­კა­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ამას აქვს. თუმ­ცა, იმ­დე­ნად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი არ­ჩევ­ნე­ბია, რომ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა წი­ნას­წარ ნა­თე­ლი არ არის. ეს თა­ვის მხრივ სა­ინ­ტე­რე­სოა და თან არ­ჩე­ვანს ძა­ლი­ან არ­თუ­ლებს.

პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი ფუნ­ქცი­ებ­ში იმ­დე­ნად შე­ვიწ­როვ­და, რომ კან­დი­და­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ და­პი­რე­ბებს ვერ გას­ცე­მენ. არა­ა­დეკ­ვა­ტურ და­პი­რე­ბებ­საც აქვს ად­გი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ოპო­ზი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბის მხრი­დან. თუმ­ცა ზო­გა­დად კონ­კრე­ტულ და­პი­რე­ბებს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ამომ­რჩე­ვე­ლი მო­ხიბ­ლოს, ვერც იძ­ლე­ვი­ან. ამი­ტომ პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ჭი­დი­ლი უფ­როა, ვიდ­რე კონ­კრე­ტუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის, რო­გო­რი­ცაა - გზას გა­გი­კე­თებ, ხელ­ფასს მო­გი­მა­ტებ და პენ­სი­ას გა­გიზ­რდი. ასე­თი გზავ­ნი­ლე­ბიც არის, მაგ­რამ ყვე­ლამ იცის, რომ ეს პრე­ზი­დენ­ტის ფუნ­ქცი­ებ­ში არ შე­დის.

რაც შე­ე­ხე­ბა სლო­განს, ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. კვლე­ვა რომ ჩა­ვა­ტა­როთ და ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოვ­კი­თხოთ, რო­მე­ლი სლო­გა­ნი ახ­სოვთ, და­ვას­კვნით რომ ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ნამ­დვი­ლად არ აქვს“ - დას­ძი­ნა მაღ­რა­ძემ.

გაზიარება
ტეგები:
#სალომე ზურაბიშვილი
#საპრეზიდენტო კანდიდატი
#საპრეზიდენტო არჩევნები
#დავით უსუფაშვილი
#გრიგოლ ვაშაძე
#ზურაბ ჯაფარიძე
მკითხველის კომენტარები /60/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2
0
ნინი,ამ კონსტიტუციით,სწორედ რომ შეეცადნენ შეექმნათ "არავინ",ოღონდ "პრეზიდენტი არავინ" კი არა ,"ხალხი არავინ" ,ამისთვის დაშვრნენ,რომ ხალხის მიერ არჩეული ზეპარტიული ,სახალხო უმაღლესი პირი ,მოიაზრებოდეს უფრო დაბლა,ვიდრე თავიანთი დანიშნული მინისტრი,კომიტეტის თავმჯდომარე,სპიკერი და მოადგილე და მისნაირები ,ამასაა რომ ვამბობ-მთავარი ბალანსია დარღვეული,ხალხი გამოყავთ "არავინ ",ხალხი არავინაა,არაფერს ეკითხებიან ,ამაშია საქმე და ამზე მიუთითეს იქ ,აზრზე მოდითო ,არ მოვლენ,უნდა შვრან ! ახლა წარმოიდგინეთ ხალხმა მოითხოვა მისი კონსტიტუციური უფლებების ჯეროვნად ასახვა კანონებსა და ცხოვრებაში ,ასეთ დროს პრეზიდენტი და ხალხი ერთად იქნებიან, თუ პრეზიდენტი მართლა დამოუკიდებელი ფიგურა იქნა და არა მორჩილი კამერდინერი,როგორიც უნდა რომ იყოს ნაცქოცმოქკავშირულ პარტოკრატიას ! ისე რომ პრეზიდენტი "არავინ" არაა,"არავინები" ისინია ,ვინც ამის ასე წარმოჩენას ცდილობს !
19:20 / 11-10-2018
გამოხმაურება //
ნინი
0
1
კონსტიტუციის რევიზია მოითხოვოს და იყოს. თუ უმრავლესობას არ სურს, მის თხოვნას არც განიხილავენ. ეგრე, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უამრავი რამის მოთხოვნის უფლება, მაგრამ შესრულების ნება სხვებზეა დამოკიდებული, კერძო სტრუქტურა იქნება, თუ სახელმწიფო. რეალურად, პრეზიდენტს თავისი ფუნქციებიტთ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, გაფუჭება კი ნამდვილად ბევრის, რადგან ის წარმომადგენლობითი თანამდებობის პირია, ანუ უმაღლესი დონის საერთაშორისო სეხვედრებზე ის ახმოვანებს ქვეყნის ინტერესებს და არაკონსტრუქციული ოპოზიციური პრეზიდენტის შემთხვევაში აშკარაა ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებების საფრთხე. "ევროპული საქართველოს", განსაკუთრებით კი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა კი მთლიანად ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციულია. შესაბამისად, მათი კანდიდატი მხოლოდ ქვეყნის ტალახში ამოსვრაზე იქნება ორიანტირებული.
14:42 / 11-10-2018
გამოხმაურება //
ალექს
1
0
გიო,არ მითქვამს მე პრეზიდენტი საკანონმდებლო, ან აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელიაო, მის ხელში არაფერია გარდა კონსტიტუციის გარანტობისა,მე ვთქვი ,მას შეუძლია მოითხოვოს კონსტიტუციის რევიზია -ის ხარვეზიანია ,ხელისუფლების სხვა შტოების მიერ კონსტიტუციის დაცვაც ,და ეს დიდი ძალაა მის ხელში -უკან ხალხის მიერ არჩეულობის ფაქტი ,უმაღლესი ლეგიტიმურობა უდგას,რაც მაგალითად არცერთ მინისტრს და არც პრემიერს არ აქვს,არც რომელიმე პარტიას ,მის ლიდერს,თუნდაც კონსტიტუციური უმრავლესობის მქონეს ! ამითაა ის „საშიში“ სამოხელეო პარტოკრატიული კოლექტიური დიქტატურისათვის ,რომელიც ხალხის ნაწილს კი არა ,ხალხს მთლიანად აბოლებს !
13:43 / 11-10-2018
გამოხმაურება //
გიო
1
2
პრეზიდენტი არც საკანონმდებლო, არც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არ არის. შესაბამისად, ვერანაირ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს, თორემ ვეტოები მარგველაშვილმაც არაერთხელ დაადო სხვადასხვა კანონპროექტს. ასე რომ, ნუ ცდილობთ შეცდომაში შეიყვანოთ მოსახლეობის ნაწილი.
12:58 / 11-10-2018
გამოხმაურება //
თემური
3
0
პიარ-მენეჯერის რჩევები კარგია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კარგი მრჩეველი (და არა ცნობადი) სამართლებრივ საკითხებში, რადგან კარგი, ანუ მცოდნე იურისტი, რომ იყოს მათ გუნდში ამდენ სისულელეს არ იტყოდნენ და პრობლემებსაც არ შეუქმნიდნენ საკუთარ თავს. ასე მაგალითად, ზურაბიშვილი როგორც დადასტურებულ ფაქტს არ დაასახელებდა ტალიავინის დასკვნიდან იმ ნაწილს, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი, რადგან ამის თქმა კატეგორიული სახით შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ როცა კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გადაწყვეტილება. ანალოგიურ დარVევებს უშვებენ სხვა კანდიდატებიც. არადა ამ ხალხიდან უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი......
12:27 / 11-10-2018
გამოხმაურება //
ალექს
2
3
ის,რომ ვითომ პრეზიდენტის თანამდებობა ბუტაფორიულია,კამერდინერია რა ,ქოცნაცური პიარდემაგოგიაა! ახლაც პრეზიდენტია კონსტიტუციური მოწყობის გარანტი ,რაც იმას ნიშნავს, რომ კანონში რაც წერია, ისაა მთავარი, და არა რას იტყვის კობახიძე,ან ივანიშვილი ! აი, ამ კონსტიტუციური კანონიერების მცველია პრეზიდენტი ახლაც ! ვნახოთ ვინაა პარლამენტი და მთავრობა პიროვნულად,საიდან მოვიდნენ ,რა გზით ? ქოცნაცმოქკავშირია,ის კი კომკავშირია ! ამათ კონტროლიორი რომ არა სჭირდებათ ,ცხადია,კანონს ჩვენს დასამონებლად წერენ და ვიღაცამ უკიჟინოს, ნუო,ნუ შვრებიო და ის კი შვრავს ? ! პრეზიდენტს კი შეუძლია ფიცის დადებისთანავე მოითხოვოს მოქმედი კონსტიტუციის რევიზია და წინ ვერაფერი დაუდგება,ის სარევიზიოა ,რადგან დარღვეულია ხელისუფლების წყაროს-ანუ,ხალხსა და მის მიერ დელეგირებულ,არჩეულ და მათ მიერ დანიშნულ სუბიექტებს შორის ბალანსი,უფრო სწორედ საერთოდ არ არსებობს ეს ბალანსი ,ხელისუფლება ფორმალურადაც კი არცერთი შტოთი არანაირად არაა პასსუხისმგებელი და ანგარიშვალდებული ხალხის ,ანუ ხელისუფლების უზენაესი წყაროს წინაშე ,უგულვებეყოფილია დემოკრატიული მართვის სამივე ატრიბუტი არჩევნები,რეფერენდუმი,პლებისციტი ,ერთი ყალბდება სიიან ოქმებიანად ,მეორე და მესამე არ ტარდება,ტერირორიები გვაქვს დაკარგული და როგორ ჩავატაროთო,არჩევნებს როგორ ატარებენ,აი ისე უნდა ჩაატარონ ,ემიგრაციას რას უშვებიან ,შეიყვანენ საარჩევნო სიაში ,არა,დარეგისტრირდნენო,ისინი კი არალეგალებია ? ! აი ,ამაშია საქმე !
12:05 / 11-10-2018
გამოხმაურება //
ალექს
1
1
მე ვფიქრობ, თუ სალო აირჩა, მალევე გადადგება რაიმე საპატიო მიზეზით და თან შესდგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც,თუ ვადაში ჩატარდა ,მიიღებენ ნაცები 10 % , ქოცები 20%-ს,ვადამდელში შესაბამისად 30 და 40-ს , ან შესაძლოა 40/40 % -ს ! ესაა ერთიანი ნაცქოცმოქკავშირული მიზანი ,ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და კოალიციური მთავრობა კოჰაბიტაცის ნაცვლად კიდევ 8 წელი ან ცამეტი და ორმოციც ათავდება !
11:57 / 11-10-2018
გამოხმაურება //
ალექს
2
0
შიდა ნაცქოცმოქკავშირული ურთიერთჩანაცვლებები და სატელიტებში გადადინება გადმოდინება ,ბიზნესში და მერე უკან,არასამთავრობო,მედია და პიარექსპერტებში , ქვეყანას კი არ ცვლის,ცლის !
11:19 / 11-10-2018
გამოხმაურება //
ალექს
1
1
დასავლეთში თამბაქოს აქციზის გადასახადი მთლიანად თამბაქოსაგან დაავადებული ადამიანების მკურნალობაზე და თამბაქოს წევის საწინააღმდეგო გამანათლებელ ღონისძიებებზე მიიმართება და არა ჩინოვნიკების პრემია დანამატებზე ! ასევე საწვავის აქციზი გზებზე და ხიდებზე იხარჯება ,საბურავებისაც ,ასევე მათ მეორად გადამუშავებაზე !
11:16 / 11-10-2018
გამოხმაურება //
მანანა
3
2
რომ ვაკვირდები, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო სტრატეგია სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას ემსახურება. აბა, ამ ასაკის კაცი რომ "ტინგიცობას" დაიწყებს და ასევე ასაკიან ქალბატონს ეუზრდელება და ცილს წამებს, ეს ყველა ნორმალურ ამომრჩეველს მხოლოდ ვაშაძის საწინააღმდეგოდ განაწყობს და ზურაბიშვილს მოუმატებს რეიტინგს. ზოგადად, პრეზიდენტის არსებული ფუნქციებით, ამ თანამდებობას ყველაზე მეტად მაინც ზურაბიშვილის შეესაბამება.
10:59 / 11-10-2018
გამოხმაურება //
!!!
2
3
არცერთი არა ხართ პრეზიდენტობის ღირსი. ვაშაძე საერთოდ არ მომწონს და ჩემი პრეზიდენტი ნამდვილად არ უნდა იყოს,ჯაფარიძე ხომ საერთოდ გასაძევებელია საქართველოდან და მაგარი საცემია და საერთოდ რატომ არ ცხვენია კანდიდატად რომ გამოგვეჭიმა,ბაქრაძე ნამდვილად სერიოზული და კარგი ადამიანია ვაფასებ და პატივს ვცემ,დავით უსუფაშვილი უნიჭიერესი გაწონასწორებული სერიოზული და ნამდვილად კარგი კანდიდატია მაგრამ მე ხმას მაინც სალომეს ვაძლევ, თუმცა თუმცა იმედი არა მაქვს რომ რამეში გამოგვადგება შეძვრება სოროში და იქნება იქ მომავალ არჩევნებამდე. ასე რომ პოლიტიკოსებო და ჩვენო მთავრობავ თქვენ ყველანი ქართველი ხალხი ცალ ფეხზე გკიდიათ აი ამას როცა ვწერ და მახსენდება თქვენი სახეები რომლებიც ფულის გულისათვის ყველაფერზე წამსვლელები ხართ ღებინების შეგრძნება მიჩნდება. მე ყველა თქვენთაგანზე მეტ პატივს ვცემ უბრალო მშრომელ ადამიანს და რიგით მოქალაქეებს რომლებიც საღამოს ქანცგაწყვეტილი მიდიან ოჯახებში გახარებულები რომ თუნდაც ელემენტარული პურის ფული აქვთ.გაუმარჯოს ჩემს სათაყვანებელ საქართველოს და ყველა შრომისგან დაღლილ ადამიანს.
10:33 / 11-10-2018
გამოხმაურება //
ნუცი
0
0
სამარცხვინო ისაა რომ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება.
09:59 / 11-10-2018
გამოხმაურება //
მოქალაქე
3
1
მთავრობა თუ თქვენ მოქალაქეების ჯანმრთელობა გსურთ გაძვირდეს თამბაქო (მწეველები მაინც იყიდიან) და ეს ფული გაჭირვებულებს მოახმარეთ არ დაბლოკოთ
09:47 / 11-10-2018
გამოხმაურება //
გლახუნა
2
0
აბაა, რაში არის საჭირო - პრეზიდენტის ინსტიტუტი,ანუ არჩევითი მმართველობა ... ასე არ ჯობია - კრემლის გენერლების გუბერნატორი, დღეს შუშის კოლბის ვირთხა, ხვალ კიდევ ვინ იცის ?! რა , ციაციანოვები და ორჯონიკიძეების დაილევა ?! ანუ შევეგუოთ დაკნინებულ, დაუსუსურებული, გაღატაკებული და უპერსპექტივო ყოფას, ხომ !
23:42 / 10-10-2018
გამოხმაურება //
ზვიადი
3
1
ივანიშვილის დაპირებები 2012 წელს რეალური იყო?
19:49 / 10-10-2018
გამოხმაურება //
FEOLA
2
0
აბა რაააა ვიქირაოთ,,,,გერმანული მაგალითად!!! BRABUS-სს დაუკვეთოთ 5-წლიანი გარანტიით !!! დაზღვევაც გერმანული ექნება VOLLKASKO და ვიქნებით წყნარათ!!! ნუ ცოტა ძვირიანი ბრენდი კი არის, მაგრამ პლანს რომ მოვაშენებთ იქიდან გადავიხადოთ!!!
19:44 / 10-10-2018
გამოხმაურება //
sos!!!-s
1
1
მთლად მასეც არაა საქმე სოს ბატონო!!!! შეიწყალებს ის უფუნქციო პრეზიდენტი მიშიკოს და ჩამოვა საქართველოში !!! ხოდა მოგჭამა ჭირი 2020-ის საპარლამენტო არჩევნებმა!!! მერე ნახე ვათხანალია ნაც-ქოცებში!!!
19:37 / 10-10-2018
გამოხმაურება //
იერემია
0
1
რაზე ატყობთ, თანაც თვალნათლივ?
19:25 / 10-10-2018
გამოხმაურება //
დიმიტრი
1
2
კოტეს შეფასება ძალიან ზუსტია. ვაშაძეს ჰგონია, რომ მხოლოდ კონკურენტების ლანძღვით აიმაღლებს რეიტინგს. ეგონოს!
19:23 / 10-10-2018
გამოხმაურება //
კოტე-ს
3
2
რთულია, არ დაგეთანხმოთ იმაში, რომ გროგოლ ვაშაძე ზრდილობასთან და ზოგადად, ქართველობასთან ძალიან შორსაა და მხოლოდ სააკაშვილის დავალებას ასრულებს, თანაც იმდენად აგრესიულად, მისი ასაკისთვის მართლა სასაცილოა.
18:01 / 10-10-2018
გამოხმაურება //
sos- ს
3
3
თუ სახელმწიფო ხარ ან ხელმწიფე უნდა გყავდეს, ან პრეზიდენტი. პრეზიდენტიც სიმბოლოა, ისევე როგორც ჰეტბი, დროშა, კონსტიტუცია. პრემიერ-მინისტრი არაა სახელმწიფოს სიმბოლო, იმიტომ, რომ აღმასრულებელ ორგანოს მართავს. პრემიერი დაქირავებული კლერკია. ხოლო პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეული სიმბოლო. ამიტომ უნდა ავირჩიოთ შესაფერისი "სიმბოლო".
17:52 / 10-10-2018
გამოხმაურება //
jaf ara, ara!
5
2
ჯაფარა საბჭოთაა.საბჭოთა კომუნისტურ ოჯახში აღზრდილი და იმიტომაც არი პლანის მოწევის იქით რო ვეღარ მიდის.ანუ საბჭოურ ოცნებებშია ჩარჩენილი. 70 იანებში.
17:40 / 10-10-2018
გამოხმაურება //
ასეა ეეს.
14
13
მე მას ხმას არ ვაძლევ, მაგრამ სალომე აიღებს ყველაზე მეტ პროცენტს. დანარჩენები კი ყველა ერთმანეთს უშლიან ხელს და ერთმანეთს ართმევენ ხმებს, რომელიც სალომეს საწინააღმდეგოდ განწყობილი ამომრჩევლის მიერ იქნება მიცემული. ანუ, სალომე ერთ ნაპირზე დგას ადმ. რესურსიანად, ხოლო მეორე ნაპირზე ყველა სხვა კანდიდატი ერთად, დანაწევრებული და გაფანტული ამომრჩევლის იმედზე. ვერ ისწავლა ქართულმა ოპოზიციამ გაერთიანება, ერთს რომ დაუთმონ და ის გავიდეს. არა, ყველას ლიდერი ჰგონია თავისი თავი.
17:39 / 10-10-2018
გამოხმაურება //
911
6
1
მაგ ორ განზომილებიან კომენტარს დავამატებდი იმას, რომ ესენი არიან საერთოდ ასაკრძალები, ამდენი ცრუ დაპირებებისათვის. სექტებად არიან ჩამოყალიბებულები უკვე
17:31 / 10-10-2018
გამოხმაურება //
gamisworet tu rame mesleba )))))
5
1
კი.ნამდვილად აქვს აზრი სად დაიბადე და რა გარემოში გაიზარდე და მერეც სად მიიღე განათლება და სამუშაო გამოცდილება და საერთოდ რა ფასეულობებზე ხარ აღზრდილი. აბა ამ ყველაფერს თუ არ ააქ მნიშვნელობა რას ააქ მაშინ?!
17:29 / 10-10-2018
გამოხმაურება //
პოლიტროლოგი
11
1
მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობას ძალიან კარგად ეხერხება ესაა ტყუილები! მოსახლეობაში სიძულვილის და დაპირისპირების გაღვივება! და მედროვეობა! ეს არ არის დემოკრატია, რადგან დემონკრატიას აშენებენ მხოლოდ, აი ასეთ მოცემულობაში ეს ვითომ პოლიტიკოსები.
17:28 / 10-10-2018
გამოხმაურება //
grisha-სნაირ ტროლებს
4
2
ჰო თქვენი ზრდილობა ყველასათვის სამაგალითოა და მისაბაძი
16:54 / 10-10-2018
გამოხმაურება //
grisha-სნაირ ტროლებს
5
0
ერთადერთ რამეში დაგეთანხმე და დაგილაიქე კიდეც
16:51 / 10-10-2018
გამოხმაურება //
ტოტო
6
2
ასე ძალიან ნუ აიშლით ნერვებს პატივცემულო,თქვენის აზრით არასაბჭოთა პრეზიდენტი რას ნიშნავს ? თქვენი აზრით,გამსახურდია,სააკაშვილი ან მარგველაშვილი (ედიკას გამოვტოვებ ),საბჭოურები იყვნენ,თუ არიან ? თქვენის აზრით პრეზიდენტობის არჩევისათვის დაბადების, გეოგრაფიულ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ? ჰოო...
16:35 / 10-10-2018
გამოხმაურება //
sos!!!
10
2
გაუგებარია რატომ დავობენ აგინებნ და ლანძღავენ ერთმანეთ ვის რაში ჭირდება ასეთი უფუნქციო პრეზიდენტი, საერთოს გასაუქმებელია პრეზიდენტის ინსტიტუტი რატომ ხარჯავთ უსაფუძვლოდ და უსაგნოდ ხალხის ფულს განა ცოტაა საქართველოში დასახმარებელი და შეჭირვებული მათ მოვახმაროთ. ამ ვითომ პოლიტიკოსებმა დაღიუპეს საქართველო, დაგვაკარგინეს ტერიტორიები, გვაცხოვრებენ მონობაში და ტერორში.
16:30 / 10-10-2018
გამოხმაურება //
ალექს
5
3
მოქკავშირს მინუს შევარდნაძე,მოქკავშირი აღარაა ?! ნაცმოს მინუს სააკაშვილი,არაა ნაცმო ?! აბა ქოცებს მინუს ივანიშვილი,არაა ქოცები ?! ახლა ესენი რომ შეკრიბო ნაცქოცმოქკავშირი უშევარდნაძეოდ,უსააკაშვილოდ და უივანიშვილოდ არაა ნაცქოცმოქკავშირი ?!
16:28 / 10-10-2018
გამოხმაურება //
ალექს
5
0
როგორ შეიძლება უკიდურეს მემარჯვენე კონსერვატიულ შეხედულებათა მატარებელი ერთდროს ნანაცარი სალომე,იყოს დამოუკიდებელი ზეპარტიული საპრეზიდენტო კანდიდატი,რომელსაც მხარს უჭერს ღიად მოსოციალისტო მემარცხენე იდეოლოგიის კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე მმართველი ძალა და უპირისპირდება ყოფილ მმართველ თანაპარტიელებს ? მხოლოდ მაშინ,როცა მათ შორის არ არსებობს იდეოლოგიური განსხვავება,ანუ როცა ცრუა მთავარი მსოფლმხდველობითი რწმენა ,დიახ ,როცა ეს განმასხვავებელი რეალურად არ გააჩნია არცერთს რადგან ერთნი არიან !
16:12 / 10-10-2018
გამოხმაურება //
მ. ტ.
14
0
ვითომ თავად ეგ ვაიკანდიდატები და მათი საამაყო ბიოგრაფიები არ გვეყოფოდა, ახლა რომ მაგათი შეცდომებიც ჩვენი თავშისახლელი არ გახდეს?!... ვინ ვის აგინა, ვინ ვის დაასწრო სამშობლოს მოღალატედ და ხალხის მტრად შერაცხვა, ვის - დახვრეტა, ვის - ჩამოხრჩობა... რუბრიკაშიც - მკითხველის რჩევით, - ერთმანეთზე უარესი ტაკიმასხარები გამოგვიჭიმეთ, თითქოს ჩვენვე ვურჩევდეთ ერთმანეთს ბუბა კიკაბიძისა და გირჩზურაბას ლანძღვას... სამაგიეროდ, აკა მორჩილაძის გერმანიაში გაჟღერებული ქართული ჰიმნი სასწრაფოდ ისეთ რუბრიკაში გადამალეთ (წიგნები), რომელსაც თქვენი მკითხველი ნაკლებად ეტანება და თუ მართლა გაინტერესებთ მკითხველის რჩევა - სწორედ ეგ სტატია უნდა იდოს პირველ გვერდზე რამდენიმე დღით, რომ ყველა ქართველმა წაიკითხოს და გაიაზროს... მე მაინც იმედს ვიტოვებ, ამბები, რომ ჩვენი ბიძაშვილები უფრო ხართ, ვინემ - დათვებისა და ტურა-მგლების და ჩვენს თხოვნასაც მეტი გულისყურით მოეკიდებით...
16:03 / 10-10-2018
გამოხმაურება //
dafinansebisgareshe
1
1
მოუსმინეთ ჯაფარას დაპირებებს და იდეებს და მერე გადაწყვიტეთ.
16:02 / 10-10-2018
გამოხმაურება //
ikneb
0
4
ჯარაფა ჯობია 2ივეს! მოუსმინეთ და მიხვდებით
16:00 / 10-10-2018
გამოხმაურება //
tavisufleba!
3
1
ანუ ჯაფარა ხო?
15:59 / 10-10-2018
გამოხმაურება //
grisha-სნაირ ტროლებს-s
5
2
სამწუხაროდ აქ არ გამოაქვეყნებენ შენთვის რისი თქმაც მინდა, მაგრამ შენც ხო იცი? მარტო რო რჩები ხოლმე საკუთარ თავთან ხო ხვდები?...
15:57 / 10-10-2018
გამოხმაურება //
?!
3
1
გვყავს ეგეთი უკვე, თან ქართველი და თან სასახელო წინაპრებით და კარგი ოჯახიდან და სადღა ვეძებოთ?!
15:53 / 10-10-2018
გამოხმაურება //
)))))
1
5
გვაქვენ ბატონო გვაქვენ, მარა მთავარი რა არი იცი რო აი ეგ რამ დაგაწერინა ეხლა ანუ ძაან მოგხვდა ხო ნაცურ გულზე რაც დავწერე, თორე ეხლა მე გვაქვს დავწერ თუ გვაქ თუ გავქვენ მაგით აზრი არ იცვლება მაინც,და არც მაქ პრეტენზია ლიტერტურულ ქართულზე იმიტო რო აქ სალაპარაკო ენით ვწერ.
15:49 / 10-10-2018
გამოხმაურება //
ტოტო
9
4
თქვენც არასაბჭოთასავით წერთ "გვაქ",უნდა წეროთ გვაქვს. გენაცვალოს ჩემი თავი, ქართული არც შენ არ გეკერკება ?
15:01 / 10-10-2018
გამოხმაურება //
mama
14
20
რუსულად მოლაპარაკეს ფრანგულად მოლაპარაკე ნამდვილად ჯობია
14:42 / 10-10-2018
გამოხმაურება //
ნაპოლეონი
10
2
ლაყე კვერცხები მაქვს იაფად, მოგყიდით და დასცხეთ ერთმანეთს.
14:41 / 10-10-2018
გამოხმაურება //
კარგია
11
17
პირველად გვაქ შანსი რო პრეზიდენტად ავირჩიოთ არასაბჭოთა ადამიანი
14:16 / 10-10-2018
გამოხმაურება //
grisha-სნაირ ტროლებს
7
5
ოჰ კოტე-კოტე, სახელები და გვარები, საქციელი და სიტყვები ყველაფერი რავა აგერია, გეტყობა უკუღმა და თავზე დამდგარი დადიხარ
14:10 / 10-10-2018
გამოხმაურება //
tngh
5
3
გმადლობთ რჩევისათვის!!! არ ვაპირებ...
14:07 / 10-10-2018
გამოხმაურება //
2X2=4
11
2
glaxuna-მ ან tngh-მ რომ იყარონ კენჭი ზოგიერთ ცნობილ კანდიდატზე მეტ ხმას მიიღებენ, აქ ისეთი აჯაფსანდალ კამპანიაა.....
13:40 / 10-10-2018
გამოხმაურება //
მწარე რეალობა
8
0
მხოლოდ სანახაობა - პურს და საქმის კეთებებას ვეღარ ვქჩავთ
13:15 / 10-10-2018
გამოხმაურება //
ზურა
7
15
რა მნიშვნელობა აქვს როგორ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ კანდიდატები. ორის გარდა ყველა დანარჩენის შანსი 0-ის ტოლი რომ არის თვითონაც კარგად იციან. ამ ორიდან კი ის გაიმარჯვებს, რომელსაც ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად მხარს დაუჭერს. თან გაიმარჯვებს ყოველგვარი გაყალბებისა და პიარ კამპანიების გარეშე. ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება.
12:59 / 10-10-2018
გამოხმაურება //
ani
7
0
პოლიტიკოსები მხოლოდ ორატორები ხომ არ არიან ან მხოლოდ ინტელექტუალები. ყველაზე ჭკვიანია, აქ იმუშავა, ის დაამთავრა... ფაქტია, განათლება და მანერები არაა ადამიანურობის ან/და ღირსეულობის გარანტია, ამის მაგალითი ყველას ბევრი გექნებათ გარშემო. ილიას მყინვარი მახსენდება ასეთ ხალხზე: "რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება". ყველა დიქტატორი ან მანიპულატორი ძალიან განათლებული და ჭკვიანია, მაგრამ გააჩნია ადამიანის ბუნებას, ვინ როგორ გამოიყენებს მოცემულ/შეძენილ სიკეთეს. პოლიტიკოსს არ მოეთხოვება სიმართლე, მას მოეთხოვება ხალხის გაბრუება და ფაქტიც სახეზეა, ზოგს "მარიხუანა" მოწონს, ზოგს "შოკოლადი"
12:11 / 10-10-2018
გამოხმაურება //
ალექს
8
8
ძნელი მისახვედრია,რომ ეს პირველი ხუთი ,ნაცმოელია სალომეიანად ?! დანარჩენი ოცის პიარი სადაა ? არსად ! ანუ ამათგანო,ამათგანო,ნაცმოდანო,20-50 ლარის სხვაობითაო,მაგრამ სულერთიაო ! იმედია 2020-მდე ამომრჩეველი მიხვდება ,რომ ნაცქოცმოქკავშირი ერთიანი კომკავშირია და ისტორიის სანაგვეზეა მისი ადგილი მშობელ კომპარტიასთან !
11:39 / 10-10-2018
გამოხმაურება //
თორნიკე
6
1
გეთანხმები. მაგალითად, როგორც კალათბურთშია. ერთი-ორმა არ გაგვიმართლა. სანგიეროდ, მერე, მაიკლ დიქსონი ძალიან წარმატებული იყო. ახალსაც არა უშავს:)
11:36 / 10-10-2018
გამოხმაურება //
კოტე
25
18
სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის დროს სხვებისგან განსხვავებით არ იძლევა იმ ყალბ დაპირებებს, რაც საერთოდ არ წარმოადგენს პრეზიდენტის კომპეტენციას და ვერანაირად ვერ განახორციელებს, თუნდაც 100%-ით მოიგოს. ასე რომ, ვინც მეტ-ნაკლებად გარკვეულია პრეზიდენტის უფლება-მოვალეობაში, იმასაც კარგად ხვდება, რომ გრიგოლ ვაშაძის, დავით ბაქრაძის და შალვა ნათელაშვილის დაპირებები სრული აბსურდია და მხოლოდ საქმეში ჩაუხედავ ადამიანებზე ზემოქმედებისათვის არის გათვლილი. გაწონასწორებული და ინფორმირებული ადამიანისთვის "ტალახის სროლის" სტრატეგიაც მხოლოდ ირონიის მომგვრელია, რადგან 60 წლის გრიგოლ ვაშაძის საქციელი, მინიმუმ უხამსი და უზრდელურია, მით უმეტეს შეუფერებელია მისი ასაკისთვის, მით უმეტეს, თითქოს კულტურულობაზეც ქონია პრეტენზია, რასაც მისი ქცევიდან ნამდვილად ვერ დაინახავთ და ყველა კანდიდატს შორის ყველაზე უკულტუროს შთაბეჭდილებას ტოვებს. არც ის გამოუდის, "გაღმა მიედავე, გამოღმა შეგრჩებაო", რადგან, რასაც ის ცდილობს სალომე ზურაბიშვილს დააბრალოს, თავად ოფიციალურად და დასაბუთებულად აკეთებდა. მოკლედ, საპარლამენტო წყობის ქვეყანაში რა ფუნქციებიც პრეზიდენტს აკისრია, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი და დავით უსუფაშვილი შეეფერება.
11:34 / 10-10-2018
გამოხმაურება //
111
14
2
რას გვანან ეს ოხრები.როგორ გვეღიჯინებიან ხმეზე. ჩვენ რომ ბანკები გვატყავებენ მაშინ სად არიან?
11:25 / 10-10-2018
გამოხმაურება //
ალექს
11
0
ერთმანეთს იმიტომ კი არ აგინებენ,რომ უზრდელებია,არა ! უნდათ ამომრჩეველს ეგონოს ,რომ ესენი იმდენად სხვადასხვანი არიან,რომ სძულთ კიდეც ერთმანეთი ! უყვართ,იცოდეთ,უერთმანეთოდ ნულებია,უთქვენოდ კი ორჯერ ნულები !
11:21 / 10-10-2018
გამოხმაურება //
Georgia
33
0
საქართველოს ისტორიას გადახედეთ, ერთმანეთის გინებაში და ერთმანეთთან ომში ვიყავით მუდამ ... დავით აღმაშენებელმა, ერთადერთმა, ერთადერთხელ მოახერხა ჩვენი შეჩერება და ისიც როგორ, რის ხარჯზე?! დაადებინა ყველას მოღალატეს, ქვემძრომს და გარეწარს თავი ჯიკვზე და, მერე, მაგათ გამო გალობანი სინანულისანი დაწერა და ინანია ჩადენილი ცოდვები ... რა ექნა აბა, ვერ შეასმინა ვერაფერი ... ჰო, და იგივე ქიმწმენდაა ახლაც ჩასატარებელი, მარა ვინ ჩაატარებს?!
11:04 / 10-10-2018
გამოხმაურება //
anakonda
10
2
რა ხეპრეებიც არიან ნაც-ქოც-გირჩელები ის საარჩევნო მეტყევლება და პროგრამა აქვთ..მაგათ მთავრობაში კი არა თოხი უნდა მისცე და ყანები ათოხნინო..სხვა არაფერში გამოდგებიან..
10:44 / 10-10-2018
გამოხმაურება //
123
17
27
აქედან ერთადერთი ვაშაძეა თავის ინტელექთით ყველაზე მაღალი და ძლიერი! მას ავირჩევთ!....(თუმცა ზებრის პატრონს, რაღაც... მაინც ამ ნაყიდი ბაქრაძის არჩევა სურს, ასე მოჩანს თვალნათლივ და არა სალომე.)
10:44 / 10-10-2018
გამოხმაურება //
KING
14
0
მოკლედ ასეთი ამბავია, რომ ცუდსა და უარეს შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი და უნდა ვიქონიოთ იმედი რომ ეს ცუდი რაღაცას შეცვლის ამ დასაქცევად გამზადებულ ქვეყანაში.
10:25 / 10-10-2018
გამოხმაურება //
MARI XUANA
24
0
სალომე თვითონ ჭრის ტოტს თავისი მარგალიტებით. შალვას ,,ხმას'' პირიდან პროთეზი უვარდება. ბაქრაძე პერანგის სახელოების აკაპიწებას ვერ გასცდა. ვაშაძე ცოლის ფუანტეებით და პადედეთი მუშაობს. უსუფას ტემპერამენტის აქაჩვა ურჩიეს და კაცი კოსტუმიდან ამოხტა. გირჩი... ეჰ, გირჩი, გირჩი!.. რას გვერჩი?! დანარჩენები დამატებით შტრიხებს მატებენ კარიკატურულ სურათს, და ვართ ასე, დამარიხუანებულები.
10:23 / 10-10-2018
გამოხმაურება //
prezidenti
9
2
პრეზიდენტი - უცხო ქვეყნის მოქალაქე ვიქირაოთ, პირდაპირ, გვყავდეს რამოდენიმე წელი და შევხედოთ, გაქაჩავს დავტოვოთ ვერ გაქაჩავს - შევცვალოთ, რათ გვინდა რო მოქალაქეობას ვაძლევთ და მერე პრობლემა ხდება, ანუ მოვიწვიეთ მივეცით გამოსაცდელი პერიოდი, დავაკვირდით, მოგვეწონა დავიტოვეთ, არა - გავუშვით.. ანუ პრიზიტენტი ლეგიონერი დროენით 4 წლიანი და ერთჯერადი ვადით, აი მაგალითად ამერიკის მოქალაქე ვინმე აზე მოსული კა განათლებული , გამოცდილი პოლიტიკოსი ჩამოგვეყვანა.. ჰაჰჰჰჰჰჰ
10:13 / 10-10-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
21:14 / 21-02-2019
ეკა ბესელიას კომენტარი მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მისი კანონპროექტი ჩააგდო
20:58 / 21-02-2019
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
20:32 / 21-02-2019
45 ხმა 17-ის წინააღმდეგ - 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი ჩავარდა
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია