ავტორი:

ცნობილი ქალები დედა სიდონიას სამკაულებით

ცნობილი ქალები დედა სიდონიას სამკაულებით

ის გამოფენებს უკვე წლებია აწყობს, სადაც საკუთარი ხელნაკეთი სამკაულებით აოცებს მნახველს. ყოველი გამოფენა სიახლეა, მის საინტერესო და ექსკლუზიურ სამკაულებს უმეტესად ცნობილი ქალები წარადგენენ ხოლმე.

"გამჭვირვალობა და მეტი სინათლე" - ამჯერად დედა სიდონიას ნამუშევრების მორიგი გამოფენა ამ სახელწოდებით გაიმართა. ექსპოზიციაზე ნამუშევრებში ასახული იყო ავტორის თვალით დანახული მომავალი, რომელიც ქვეყნის მძიმე პერიოდიდან გამოსვლას უკავშირდება. ღონისძიება სუხიშვილებმა გახსნეს. გამოფენა საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, გაყიდული ნივთების საფასურით დედა სიდონია უცხოეთში ერთ-ერთ სტუდენტს სწავლის საფასურს ურიცხავს.

დედა სიდონია:

"მივხვდი, რომ მეტალის არანაირი მძიმე ნაქარგი აღარ მინდა, მინდა, გამჭვირვალობა და მეტი სინათლე... ისეთი მძიმე წელი იყო, მთელი ერისთვის, რომ სიმძიმე აღარ მსურდა და ამის წინააღრმდეგ წავედი".

ეკა კიკნაძე, ხელოვნებათმცოდნე:

"მისი ყოველი კოლექცია არის კონკრეტული გზავნილი, რითაც დამთვალიერებელს ესაუბრება. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო კონცეფციაა გაერთიანებული, ალბათ მთავარი ელემენტის - ჟანგბადის, ჰაერის ირგვლივ, ის უფეროა, უსუნო, რომლის გარეშეც არც ადამიანს და არც სამყაროს ერთი წუთითაც არ შეუძლია არსებობა. თან, ეს ყველაფერი ასე საინტერესოდ და მხატვრული ფორმით მოწოდებული, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა. თუმცა ადრე კოლორისტულ სიჭრელეს იყენებდა, ნამუშევრისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების თავისებური ტექნიკა აქვს, რომლითაც სამკაულებს ამზადებდა. ბოლო კოლექცია, როგორც აღვნიშნეთ, გამჭვირვალობას, ჰაეროვნებას ეძღვნება".

თავისი საქმიანობის შესახებ, დედა სიდონია ერთ-ერთ ინტერვიუში გვიყვებოდა:

"ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ისე გამიჭირდა, რომ სამაჯურების კეთება დავიწყე. ეს იყო ჩემი შემოსავლის წყარო, საარსებო საშუალება, იძულებული გავხდი, ეს ნაბიჯი გადამედგა. ამასთანავე, საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებაც იყო...

გამოფენა მქონდა მცხეთაში, სადაც ლიცლიცა, კოსმოსის ფერები, ცისფერი და ოქროსფერი განათებები გამოვიყენე. ბუნება, წყლის წვეთები, მაქსიმალური ჰარმონია, იმისთვის, რომ იქ მოსულ ადამიანებს დაესვენათ... ვფიქრობ, ქაოსიდან ნელ-ნელა ფონს გავედი... გამოფენების მოწყობის მიზეზი კიდევ ისიც გახდა, რომ მამა, რომელიც უზომოდ მიყვარდა, წლების წინ გარდამეცვალა. მაშინ ჯერ კიდევ საბერძნეთში ვიყავი და წელიწად-ნახევარი არ მყავდა ნანახი, ეს ცუდი ამბავი იქ შემატყობინეს, არადა, მელოდებოდა... მამასთან ყველაფერი საუკეთესო მაკავშირებდა. ის იყო ხელოვანი, პროფესიონალი სპორტსმენი, მუდმივად რაღაცას აქანდაკებდა. გამოფენების მოწყობა მამას გარდაცვალების შემდეგ დავიწყე... ასე მგონია, ამით მის გაცოცხლებას ვცდილობ", - იხსენებდა დედა სიდონია.

"შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი" - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე?

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს დაუბრუნდა? - პაპარაცებმა მსახიობი ჯონი ლი მილერის ბინაში "გამოიჭირეს"

ქეთა თოფურიამ შვილს ზღაპრული დაბადების დღე საქართველოში გადაუხადა - როგორი წვეულება გამართა მომღერალმა წყნეთის აგარაკზე