ავტორი:

"შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი" - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე?

"შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი" - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე?

მომღერალ თემურ წიკლაურის ქალიშვილმა, ქეთი წიკლაურმა ტელეკომპანია "პირველზე", გადაცემა "პროფილში" მამის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდზე ისაუბრა.

"ძალიან მწარე მომენტია დამშვიდობება, მამა დიდი ხანი ავადმყოფობდა კოვიდის გამო. ჯერ ორი თვე საავადმყოფოში იწვა, მერე 40 დღე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო და ჩვენ საერთოდ ვეღარ ვკონტაქტობდით. მანამდე ტელფონით ვესაუბრე, ბოლოს საუბარი უჭირდა, ჟანგბადზე იყო შეერთებული, ხშირ შემთხვევაში, ვცდილობდი არ შემეწუხებინა, ძნელად ლაპარაკობდა... უფრო ვიხსენებ მიწერას-მოწერას. მამა ორ კლინიკაში იყო, პირველად თბილისში, შემდეგ გორში გადაიყვანეს, ამ კლინიკაში ერთ დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე იყო და მივწერე: - "მამიკო, ძალიან მიყვარხარ და მაგრად იყავი, გთხოვ"... მომწერა, - შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... ჩემთვის თითქოს ეს არის ჩვენი ბოლო საუბარი.

მერე მირეკავდა, მეც ვურეკავდი, ვსაუბრობდით, უბრალოდ დიდი ხანი არ მინახავს. როდესაც გათიშული იყო, მე და ჩემი შვილი რეანიმაციაში ვიყავით ჩასული და წინა დღით თითქოს დავემშვიდობეთ", - გაიხსენა ქეთი წიკლაურმა.

"რაც მე და ტარიელი ერთად ვართ, მისთვის არ მიღალატია... დანარჩენებს დედა ვუტირე" - რას ჰყვება ია ფარულავა ქმრებზე

Victoria’s Secret-ი ანგელოზების გარეშე და ეპოქის დასასრული - ვინ არიან ქალები, რომლებიც აღიარებულ სუპერმოდელებს ჩაანაცვლებენ

რუსთაველის თეატრი რუსეთში, ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას - "ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვუჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი"