ავტორი:

რას ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ

რას ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ

საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე.

„გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას აწარმოებენ საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები. ათენში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა მათთან“, - აცხადებენ სამინისტროში.

საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს 1994 წელს დაბადებული ქართველი გოგონა სოფო წიკლაური. ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტთა იმედის" დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, წიკლაურს 2 თვის ბავშვი დარჩა. დაუზუსტებელი ცნობით, ქალი სავარაუდოდ, მოკლულია.

"ახვლედიანმა და ამირხანაშვილმა დამარწმუნეს, რომ პოლიციაში არ დამერეკა, რადგან გიორგი შაქარაშვილი გამოჩნდებოდაო" - რა ჩვენება მისცა მარიამ ხატისკაცმა

"ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩნა ვადაგასული "ნოშპა", "დიმედროლი", "დიბაზოლი" - რა ახალ დეტალებზე საუბრობს ადვოკატი

"ინფორმაცია მაქვს, რომ ავტომობილი ფარეხში იდგა... შემდეგ იძულებულები გახდნენ გამოეტანათ და დაეგდოთ მინდორზე" - ბაჩალიაშვილის დედა