ავტორი:

საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - "დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა..."

საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - "დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა..."

საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტთა იმედის" დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფო წიკლაურია და ქალს 2 თვის ბავშვი დარჩა.

"გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი 23 წლის სოფო წიკლაური. იპოვეს ბინაში ორი დღის გარდაცვლილი, დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა..." - წერს სიხარულიძე.

გარდაცვლილი გოგონას შესახებ წერს კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი დარეჯან ღამბაშიძე:

"სოფო სამი წლის წინ გავიცანი, ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა. მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა. არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა. მინდოდა დავხმარებოდი, ვთხოვე მოსულიყო ჩვენს "ქართულ სახლში", დამპირდა კიო, თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა... ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა, ბოდიში მომიხადა, რომ "დავიკარგეთო".

დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება, იმედი და ყველა მისი საიდუმლო. ბავშვივით გავშრი... სოფო დავკარგეთ, ალბად უკანასკნელად ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა. მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს, ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის. ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება. ვერაფერს ვშველით..." - წერს ღამბაშიძე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში გარდაცვლილი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს