ავტორი:

მაკრონის ცეკვა ერევანში და ბრიჯიტზე "გადარეული" გამყიდველი - სომხეთი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს

მაკრონის ცეკვა ერევანში და ბრიჯიტზე "გადარეული" გამყიდველი - სომხეთი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს

სომხეთის დედაქალაქში ფრანკოფონიის მეჩვიდმეტე სამიტი იმართება. ერევანში დელეგატები 84 ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის არიან ქვეყნების ლიდერებიც.

ერევანში იმყოფებიან კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცოლთან, ბრიჯიტთან ერთად.

საფრანგეთის პირველმა წყვილმა ერევნის ქუჩებში ისეირნა და შარლ აზნავურის ცენტრსაც ესტუმრა. ბრიჯიტმა არც სელფის გადაღების მსურველებს უთხრა უარი.

ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ კი საფრანგეთის პირველი ლედის დანახვისას ემოციები ვერ მოთოკა, ის არაერთხელ ჩაეხუტა ბრიჯიტს და ყელსაბამი და სამაჯური უსახსოვრა, რომელიც თავადვე შეაბა.

ბრიჯიტის შემდეგ კი ქალმა მისი დაცვის წევრს აკოცა, რომელიც მას ემანუელ მაკრონი ეგონა.

ნახეთ ვიდეო : სომხეთში ვიზიტისას გამყიდველს დაცვის წევრი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეგონა და ჩაეხუტა

თუმცა ყველაზე პოპულარული კადრები, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, საზეიმო ვახშმის დროს არის გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ემანუელ მაკრონთან და ჯასტინ ტრიუდოსთან ერთად ტრადიციულ სომხურ ცეკვას ასრულებს.

ნახეთ ვიდეო : როგორ ცეკვავენ მაკრონების წყვილი და ტრუდო ერევანში

"ამით შევქმნით დაცვის ფარს, რაც დაასრულებს პანდემიას" - ენტონი ფაუჩიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ერევანში ოპოზიციისა და მომიტინგეების ნაწილმა სომხეთის მთავრობის შენობის ბლოკირება მოახდინა

ენტონი ფაუჩის თქმით, სანტას კორონავირუსის ვაქცინა გაუკეთა და მას ბავშვებისთვის საჩუქრების მიტანაში ხელი არ შეეშლება