ავტორი:

პრინცი ჰარი ბიძაშვილის ქორწილში ძველი, გაცვეთილი ფეხსაცმლით მივიდა

პრინცი ჰარი ბიძაშვილის ქორწილში ძველი, გაცვეთილი ფეხსაცმლით მივიდა

პრინცი ჰარი იუჯინის ჯვრიწერაზე, რომელიც ლონდონში გუშინ შედგა, გაცვეთილი ფეხსაცმლით მივიდა. „დეილი მეილი“ წერს, რომ პრინცს ისევ ძველი ფეხსაცმელი ეცვა, რომლითაც ჰარი აგვისტოში ერთ-ერთი მეგობრის ქორწილზე გამოჩნდა.

ფოტორეპორტიორებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ მისი მარცხენა ფეხსაცმელი, რომლის ძირი მთლიანად გაცვეთილია.

ამავე მიზეზით პრინცი აგვისტოშიც მოხვდა ყურადღების ცენტრში, როდესაც მეგანთან ერთად ბავშვობის მეგობრის, ჩარლი ვან სტრობენზეს ქორწილში მივიდა. სასექსის ჰერცოგს, რომელიც მეგობრის მეჯვარე იყო, იგივე შავი ფეხსაცმელი ეცვა, რომლითაც გუშინ იუჯინის ჯვრისწერაზე მივიდა.

ჰარისგან განსხვავებით მის ცოლს, სასექსის ჰერცოგინიას უნაკლოდ ჰქონდა სამოსი შერჩეული. თუმცა იმის გამო, რომ „ჟივენშის“ პალტო მეგანს უჩვეულოდ განიერი ჰქონდა, სოციალურ ქსელებში ვარაუდობენ, რომ მარკლი ორსულად არის.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ