Inopressa: იზოლირებული სააკაშვილი თურქეთს და ირანს უახლოვდება

Inopressa: იზოლირებული სააკაშვილი თურქეთს და ირანს უახლოვდება

იზოლაციაში დარჩენილი საქართველო ცდილობს ურთიერთობები თურქეთთან და ირანთან განავითაროს, რათა რეგიონში პოზიცია გაიმყაროს.

ამ კურსს ქვეყნის ხელისუფლება მას შემდეგ დაადგა, რაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გეგმები, პოსტსაბჭოთა რეგიონში ამერიკის გავლენის გაზრდისა და ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების თაობაზე ჩაფლავდა, - წერს ჟურნალი Newsweek.

ახლა საქართველოს პრეზიდენტი ახალ პოლიტიკას ატარებს სამხრეთ მეზობლებთან დაახლოებისთვის. მაისში ის შეხვდა თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოგანს. დიდ გაუგებრობასა და კითხვებს ბადებს ირანთან საქართველოს კონტაქტები, რომლის წინააღმდეგ გაერომ ახლახან ახალი სანქციები მიიღო. თუმცა, ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობის ფორმა არ ეწინააღმდეგება უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, - წერს Inopressa.

საქართველო და ირანი მოლაპარაკებას აწარმოებენ ჰესებისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში თანამშრომლობაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე.

ისლამური რესპუბლიკის ლიდერი, რომელმაც სააკაშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის საკითხში მხარი დაუჭირა, უკვე ემზადება პარტნიორ-ქვეყანაში ვიზიტისთვის. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა არ ჩქარობს ირანელთა მოპატიჟებას, რადგან აშშ-ის გაღიზიანებას ერიდება.   

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე