ავტორი:

ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყვნენ ერთიანნი

ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყვნენ ერთიანნი

მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყვნენ ერთიანნი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე - თუ როგორ უყურებს ის პარტიის გაყოფას და რომელი პოლიტიკური ძალის შეხედულებებს იზიარებს, ვანო მერაბიშვილი პასუხობს, რომ მისთვის ორივე პარტიაში არიან მეგობრები და მიზანია, რომ ეს ძალები კვლავ გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად.

„სიმართლე გითხრათ ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, ასე ვთქვათ რომელსაც აქვს ადგილი, რომ პარტია არის გაყოფილი. მე ჯერაც ისევ ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახოს საერთო ენა და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლოს. ამიტომ ჩემს მდგომარეობაში არჩევანზეც კი არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ მე ისინი ერთიანად და ჩემს მეგობრებად და თანამებრძლებად მიმაჩნია. მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ძალები იყვნენ ერთიანნი. მე მინდა, რომ მთელი ენერგია ძალების გაერთიანებას მოვახმარო“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები