ჯანო ”გიოტებორგთან” - გოლი და ტაში

ჯანო ”გიოტებორგთან” - გოლი და ტაში

შვედეთში შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის “სპარტაკმა” “გიოტებორგს” 3:1 სძლია ტესტ-მატჩში. მოსკოველთა ქართველმა შემტევმა ჯანო ანანიძემ 80  წუთი ითამაშა და

საუკეთესო იყო მინდორზე:

გარდა იმისა, რომ ანანიძემ 49-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი შეაგდო, რამდენჯერმე თანაგუნდელებს შეუქმნა მომენტები და საერთოდ, შვედმა გულშემატკივრებმა  ქართველისადმი ტაში არ დაიშურეს. მე-80 წუთზე, როცა ჯანო შეცვალეს, ტრიბუნებს უკმაყოფილების გამომხატველმა სტვენამ გადაუარაო.

ეს რუსული livejournal-ის ინფორმაციით.

17 წლის ქართველის გოლი ასეთი იყო: საჯარიმოს გარედან, დაახლოებით 20 მეტრიდან ცხრიანში დაურტყა “გიოტებორგის” მეკარეს.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო