ავტორი:

"ჩემი და მირზა სუბელიანის საუბრის შინაარსი ბატონ გიორგი გახარიას გადავეცი" - ვიქტორ ჯაფარიძე

"ჩემი და მირზა სუბელიანის საუბრის შინაარსი ბატონ გიორგი გახარიას გადავეცი" - ვიქტორ ჯაფარიძე

ჩემი და მირზა სუბელიანის საუბრის შინაარსი ბატონ გიორგი გახარიას გადავეცი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეჭვიც არ ჰქონია, რომ აღნიშნული საუბრის ჩაწერა მიმდინარეობდა. დეპუტატის განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მირზა სუბელიანის და მისი ოჯახის წევრების თხოვნით მივიდა.

„სუბელიანი მთხოვდა, რომ მას ჰქონდა ამ ქვეყნის წინაშე დამსახურება და რომ მას ისეთი დანაშაული არ მიუძღვის, რომ მჯდარიყო საბრალდებო სკამზე. მე მომიწია ბატონ გიორგი გახარიასთან შეხვედრა და გადავეცი ის სათქმელი, რაც მირზამ მთხოვა. მირზას ვეუბნებოდი თუ რატომ ნერვიულობდა, რადგან დანაშაულის დაფარვა მაქსიმუმ 2-წლიან სასჯელს ითვალისწინებს. გახარიამ მითხრა, რომ არსებობს კანონი და სასამართლო, რასაც სასამართლო გადაწყვეტს ისე იქნებაო“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები