ავტორი:

27 წლის გოგო უახლოესი მეგობრის 54 წლის მამას გაჰყვა ცოლად

27 წლის გოგო უახლოესი მეგობრის 54 წლის მამას გაჰყვა ცოლად

27 წლის ტეილორი უახლოესი მეგობრის მამას, 54 წლის კერნ ლემანს გაჰყვა ცოლად და ამბობს, რომ ხალხი წყვილს კეტრინ ზეტა ჯონსსა და მაიკლ დუგლასს ადარებს.

The Mirror წერს, რომ ამერიკელმა ტეილორმა და კერნმა ფლირტი ბარში 5 წლის წინ დაიწყეს, თუმცა არ ელოდნენ, რომ ურთიერთობა ქორწინებით დასრულდებოდა. კერნი ტეილორის მეგობრის, ამანდას მამაა.

„როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს, კერნის შვილთან ერთად ვმუშაობდი,ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და იმ დროისთვის ცოლი ჰყავდა. მეც მყავდა შეყვარებული.

ვიფიქრე, რომ ძალიან სიმპათიური იყო, ყოველთვის მომწონდა ასაკით ჩემზე უფროსი მამაკაცები. მან კი იფიქრა, რომ ლამაზი ვიყავი და ბარში ფლირტი დავიწყეთ.

ამანდასთან თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობდი, თუმცა დროთა განმავლობაში დავძლიე უხერხულობა. კერნი ძალიან სიმპათიურია და მომწონს, საკუთარ თავზე რომ ზრუნავს. ის განათლებული, ჭკვიანი და წარმატებულია,“ - ამბობს ტეილორი.

ამასთან, გოგონა ამბობს, რომ რამდენჯერმე ისინი მამა-შვილი ეგონათ.

„თავდაპირველად ჩემი მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ, დედაჩემი ძალიან გაბრაზდა, რომ კერნი ჩემი მეგობრის მამა იყო, თუმცა მშობლებმა იცოდნენ, რომ მე ყოველთვის ჩემზე უფროს მამაკაცებს ვხვდებოდი“, - ჰყვება ტეილორი.

წყვილი გასულ წელს მექსიკაში დაქორწინდა, ცერემონიალს სულ 25 ადამიანი ესწრებოდა.

თავის მხრივ, კერნი ყველას მოუწოდებს, ნუ დააბრკოლებთ ასაკობრივი სხვაობა და სხვა ადამიანების აზრი მათი ურთიერთობების შესახებ.

ნახეთ ვიდეო : 54 წლის მამაკაცი შვილის დაქალზე დაქორწინდა - როგორ ერთობა ახლადშეუღლებული წყვილი

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ