ავტორი:

ჩიქოვანზე შუახნის მამაკაცი, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

ჩიქოვანზე შუახნის მამაკაცი, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამავე ბინაში მყოფი სამი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა და სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლას უკავშირდება. ამასთან, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ირანის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ