ავტორი:

იტალიაში ორგანიზებულმა კრიმინალმა, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეუქმნას - იტალიის ელჩი

იტალიაში ორგანიზებულმა კრიმინალმა, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეუქმნას - იტალიის ელჩი

საქართველოში იტალიის ელჩის, ანტონიო ბარტოლის თქმით, იტალიაში ორგანიზებული კრიმინალის არსებობამ შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ისეთ მიღწევებს, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია. ამის შესახებ ანტონიო ბარტოლიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

იტალიის ელჩის თქმით, იტალიაში ორგანიზებულ კრიმინალს ქართულმა და იტალიურმა მხარემ ერთად უნდა ებრძოლოს, რადგან საბოლოოდ, ორგანიზებული დანაშაული საქართველოს იმიჯზე აისახება.

„როგორც იცით, როგორც იტალიაში, ისე სხვა ქვეყნებში პრობლემას არამხოლოდ არალეგალური მიგრაცია, არამედ ორგანიზებული კრიმინალიც წარმოადგენს და ეს ყველაფერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესის სფეროშია მოქცეული. საქართველოს მთავრობას ძალიან კარგად ესმის, რომ ამ მტკივნეულ ფენომენს ერთად უნდა ვებრძოლოთ, რადგან ეს თქვენი ქვეყნის იმიჯზე აისახება და ორგანიზებული კრიმინალის არსებობამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება, ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ისეთ მიღწევებს, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია. ასე რომ, საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს, რომ ორგანიზებულ დანაშაულსა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას შეუერთდეს იმისათვის, რომ კარი გავუღოთ სწორად მართულ ლეგალურ მიგრაციას“, - განაცხადა ანტონიო ბარტოლიმ.

რაც შეეხება იმას, ხომ არ იგეგმება იტალიის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტის შექმნა, ანტონიო ბარტოლიმ უპასუხა, რომ იტალია არალეგალური მიგრაციის პირისპირ აღმოჩნდა და აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, „სწორად მართული ლეგალური მიგრაციისთვის ოთახები უნდა გაიხსნას“.

„იტალია გერმანიის მსგავსად, მიგრაციის ისტორიული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. როგორც იტალიამ აღნიშნა, ეს არის უზარმაზარი გამოწვევა, რომელმაც დააბრკოლა იმ ხალხის ინტეგრაციის შესაძლებლობებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან მოდიან და ევროპის სოლიდარობა და თანამშრომლობა საჭიროა. რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრაციის პირისპირ აღმოჩენა სწორად მართული ლეგალური მიგრაციისთვის ოთახების გახსნას ნიშნავს. იცით, რომ საქართველო უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათვისტომოა იტალიაში. შეგახსენებთ, რომ ფულადი გზავნილებით იტალია შემოსავლის მეორე წყაროა, რომელსაც იტალიაში მცხოვრები ქართველები საქართველოში გზავნიან. ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოების გამოცდილება იტალიაში კარგია და თქვენ ჩვენთვის ყოველთვის სასურველი სტუმრები ხართ“, - აღნიშნა ანტონიო ბარტოლიმ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები