ავტორი:

"ხალხის მდინარე" აშშ-სკენ მიედინება - მძიმე კადრები ფოტორეპორტიორმა საზღვარზე გადაიღო

"ხალხის მდინარე" აშშ-სკენ მიედინება - მძიმე კადრები ფოტორეპორტიორმა საზღვარზე გადაიღო

ცენტრალური ამერიკიდან ათასობით მიგრანტი ცდილობს, მექსიკამდე მიაღწიოს, საიდანაც აშშ-ში გადასვლის იმედი აქვთ.

BBC-ს ინფორმაციით, მათი უმეტესობა მშობელია, მცირეწლოვანი შვილებით, რომლებიც ფიქრობენ, შეძლებენ თავი დააღწიონ სამშობლოში არსებულ ძალადობას და ცხოვრების რთულ პირობებს.

ხალხის ნაკადი მუდმივად იზრდება, დამკვირვებლები მიგრაციის ტალღას „ხალხის მდინარეს“ უწოდებენ. ფოტოჟურნალისტმა ენკარნი პინდადომ მიგრანტები გვატემალა-მექსიკის საზღვართან გადაიღო.

ჯგუფმა ჰონდურასის ქალაქი სან პედრო სულა 13 ოქტომბერს დატოვა, ქალაქის ფაქტიური მმართველები კრიმინალური დაჯგუფებები არიან. მიგრანტებს იმედი აქვთ, აშშ-ში შესვლას შეძლებენ, სადაც ახალ ცხოვრებას დაიწყებენ.

აშშ-ს პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ნაკადის შეშვებას ქვეყანაში არ დაუშვებს. „ტვიტერზე“ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მიგრანტების ჯგუფებში „კრიმინალები და შუა აღმოსავლეთის უცნობი მცხოვრებლები არიან შერეული“, თუმცა არანაირი მტკიცებულება პრეზიდენტს პოსტისთვის არ დაურთავს.

ნაკადში უმეტესობა ჰონდურასელია. მექსიკელი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არ შეუშვებენ მოქალაქეებს, ვისაც პასპორტი, ან საჭირო ვიზა არ აქვთ. დღის ბოლოსთვის მათ მხოლოდ 300 ადამიანის საბუთები ჰქონდათ შემოწმებული, 5 ათასი მიგრანტი კი საკუთარ რიგს ჯერ კიდევ ხიდზე ელოდებოდა.

რამდენიმე ადამიანმა სიცხისა და დაღლილობისგან საზღვართან გონება დაკარგა, ისინი 6 დღის განმავლობაში მექსიკის საზღვრამდე შეუჩერებლად მიდიოდნენ.

გვატემალას მხარეს დარჩენილ მიგრანტების ნაწილს კი მოთმინება ამოეწურა, რაც საბოლოოდ ჯგუფების დაპირისპირებამდე მივიდა და პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ფოტოზე კი ჩანს მამა, რომელსაც ხელში შვილი უჭირავს - ორივე მათგანმა ცრემლსადენი გაზი შეისუნთქა.

36 საათიანი ლოდინის შემდეგ მექსიკაში 600 მიგრანტი იყო შესული.

მათ ადგილობრივებიც ეხმარებიან, სახლებიდან საკვები და ტანსაცმელი გამოაქვთ. ვისაც სიარული ყველაზე მეტად უჭირთ, ადგილობრივებს საზღვრამდე მანქანით მიჰყავთ. მიგრანტებს ფეხით სიარული აშშ-ს საზღვრამდე კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში მოუწევთ.

"ქარწაღებული პრეზიდენტი", ქაოსი, კრიტიკა და უჩვეულო ჩვევები - ტრამპის ოთხწლიანი მმართველობის ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდები

ნორვეგიაში ხანდაზმულთა გარდაცვალებასა და COVID-19-ის ვაქცინას შორის კავშირი არ იკვეთება - "შეშფოთებულები ნამდვილად არ ვართ"

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში, მოსალოდნელი საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა