ავტორი:

ნორვეგიაში ხანდაზმულთა გარდაცვალებასა და COVID-19-ის ვაქცინას შორის კავშირი არ იკვეთება - "შეშფოთებულები ნამდვილად არ ვართ"

ნორვეგიაში ხანდაზმულთა გარდაცვალებასა და COVID-19-ის ვაქცინას შორის კავშირი არ იკვეთება - "შეშფოთებულები ნამდვილად არ ვართ"

კორონავირუსის ვაქცინაციის პროგრამა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს და მილიონობით ადამიანმა უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა. საზოგადოების ყურადღება ნორვეგიამ მიიპყრო, სადაც მედიკამენტების სააგენტოში აცხადებდნენ, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ, რამდენიმე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც თავდაპირველად მედიაში წერდნენ, გარდაცვლილი იყო 23 ხანდაზმული, თუმცა ბოლო ცნობებით, 33 ადამიანზეა საუბარი. ნორვეგიის წამლის სააგენტოში ამჟამად აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასა და ამ ადამიანების გარდაცვალებას შორის კავშირი არ იკვეთება.

აღნიშნულის შესახებ ქვეყნის მედიკამეტების სააგენტოს სამედიცინო დირექტორმა, სტაინარ მადსენმა ისაუბრა. მისი თქმით, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. მადსენი აღნიშნავს, რომ გარდაცვალებასა და კოვიდის ვაქცინას შორის პირდაპირი კავშირის მტკიცებულებები არ იკვეთება.

"ცხადია, Covid-19 ბევრად უფრო საშიშია პაციენტებისთვის, ვიდრე ვაქცინაცია. შეშფოთებულები ნამდვილად არ ვართ“, - განაცხადა სტაინარ მადსენმა.

ნორვეგიაში 75 წელს გადაცილებული 33 ადამიანი იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ქვეყნის მედიკამენტების სააგენტოში აცხადებენ, ყველა მათგანს მძიმე დაავადება ჰქონდა. ორშაბათ საღამოსთვის სკანდინავიურ ქვეყანაში უკვე 48 000 ადამიანი იყო აცრილი.

მომზადებულია Bloomberg.com-ზე დაყრდნობით

კუნძული იტალიაში, რომელსაც ტურისტები პანდემიის დროსაც სტუმრობდნენ, თუმცა კორონავირუსი იქ მხოლოდ 12 მცხოვრებს აღმოაჩნდა

მელანია ტრამპმა 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია და ინაუგურაციამდე ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ მიიწვია

10 ახალი ქვეყანა ერთ კვირაში - ჯანმო-ს მონაცემებით, კორონავირუსის "ბრიტანული" შტამი უკვე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი