აშშ-ში ინტერნეტ-მეკობრეებთან ბრძოლა გააჩაღეს

აშშ-ში ინტერნეტ-მეკობრეებთან ბრძოლა გააჩაღეს

ამერიკის ხელისუფლებამ ცხრა ინტერნეტ-საიტი დახურა, რომლებიც ფილმებს უფასოდ ავრცელებდნენ. ოპერაციის შედეგად, რომელშიც პოლიცია, საბაჟო სამსახური და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მხარდამხარ მოქმედებდნენ, ინტერნეტ-მეკობრეების 15 საბანკო ანგარიში დაიბლოკა.

საიტებს ყოველთვიურად 6 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. ხელისუფლებამ ამ აქციას ”არალეგალური ფილმებისა და სატელევიზიო პროგრამების საიტების წინააღმდეგ ყველაზე დიდი ოპერაცია” უწოდა.

აღსანიშნავია, რომ საიტებზე ახალი ფილმები აშშ-ის კინოგაქირავებაში გამოჩენისთანავე ხვდებოდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის ხელისუფლებამ ინტერნეტ-საიტებს შეუტია, რომლებიც ფილმების უფასოდ გავრცელებისას მოგებას რეკლამით ნახულობდნენ. 

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)